ნინო ენუქიძე

ქართველი ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

ნინო ენუქიძე (დ. 27 აგვისტო, 1986, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (2014), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი (2019 წლიდან).[1][2]

ნინო ენუქიძე
დაბ. თარიღი 27 აგვისტო, 1986 (1986-08-27) (38 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  საქართველო
მუშაობის ადგილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი
სამეცნიერო წოდება ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (2014)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნინო ენუქიძე დაიბადა 1986 წლის 27 აგვისტოს, თბილისში. მან 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, ხოლო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით. ნინო ენუქიძემ 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი სხვადასხვა პერიოდში სწავლობდა მაასტრიხტის მენეჯენტის სკოლაში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, შვედეთის KTH სამეფო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და სხვა დაწესებულებებში.[3][4]

კერძო სექტორში მუშაობის შემდეგ, ნინო ენუქიძე 2014 წელს შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც სხვადასხვა ადმინისტრაციულ და აკადემიურ თანამდებობობაზე მუშაობდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შექმნამდე (2016 წლამდე). პროფესორი ნინო ენუქიძე 2019 წლიდან არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი. 2023-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2024 წელს ის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ არჩეულ იქნა ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად.[5] ამავდროულად ნინო ენუქიძე არის კოდინგის სკოლა ქალებისთვის - დამფუძნებელი, ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის აკადემიური კონსორციუმის პრეზიდენტი და ამავე ასოციაციის საპატიო საბჭოს და UNICEF საქართველოს ბიზნეს მრჩეველთა საბჭოს წევრი. მიღებული აქვს ჯილდო „მომავლის არქიტექტორი"-ს კატეგორიაში (Architect of Tomorrow) Emerging Europe-ის მიერ.[6] დასახელდა „ძლიერი ქალები IT-ს მსოფლიო გამოცემა"-ში 200 გამორჩეულ ლიდერს შორის.[7][8]