ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, BTU — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში, რომელიც 2016 წლის 16 სექტემბერს დაფუძნდა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 2016 წლის 16 სექტემბერი |
ტიპი | კერძო |
რექტორი | ნინო ენუქიძე |
მისამართი | ილია ჭავჭავაძის გამზირი N82, თბილისი 0162 |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი | (+995 32) 2 195 015. ადმინისტრაცია |
კამპუსი |
2 |
მეტსახელი | „BTU" |
btu.edu.ge |
ისტორია
რედაქტირებაბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) 2016 წლის 16 სექტემბერს დაფუძნდა. იგი ავტორიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. BTU ახორციელებს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას, სადაც აქცენტი გაკეთებულია ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაზე ორიენტირებულ სწავლებაზე.
პროგრამები
რედაქტირებაბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს სამივე აკადემიური საფეხურის - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში.
საბაკალავრო საფეხურზე ისწავლება შემდეგი პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი), ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები), ციფრული მარკეტინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.
სამაგისტრო საფეხურზე წარმოდგენილია შემდეგი პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps, საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები.
სადოქტორო საფეხურზე არის შემდეგი პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება, ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში.
უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს კვლევითი ცენტრი, კარიერული განვითარების ცენტრი, სხვადასხვა ლაბორატორიები[1]: ინდუსტრია 4.0 ლაბი, iOS & Android ლაბი, AI ლაბი, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბი, ბლოქჩეინ ლაბი, კიბერუსაფრთხოების ლაბი, მდგრადობის ლაბი, Microsoft ლაბი და Martech ლაბი. ამასთან, უნივერსიტეტის ბაზაზე მეწარმეობის ცენტრი ფუნქციონირებს.