ნინა კარპაჩოვა
ნინა კარპაჩოვა (უკრ. Ні́на Іва́нівна Карпачо́ва; დ. 12 აგვისტო, 1957, მოლდავეთის სსრ) — უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი კომისარი (ომბუდსმენი), ხსენებული თანამდებობა ეკავა 1998 წლიდან 2012 წლამდე. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის კათედრის პროფესორი. უკრაინის დამსახურებული იურისტი. საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის წევრი და ევროპის ომბუდსმენის ინსტიტუტის საბჭოს წევრი.[1]
ნინა კარპაჩოვა | |
---|---|
მშობლიური სახელი | უკრ. Ніна Карпачова |
დაბადების თარიღი |
12 აგვისტო 1957 (64 წლის) ჩადირ-ლუნგა, მოლდავეთის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | უკრაინა |
განათლება | კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი |
პროფესია | ადვოკატი, პოლიტიკოსი |
პარტია | უპარტიო |
ჯილდოები |
II ხარისხის ღირსების ორდენი დამსახურებისთვის III ხარისხის ღირსების ორდენი დამსახურებისთვის |
როგორც ომბუდსმენმა, კარპაჩოვამ მოახერხა ბანგკოკის ციხის პატიმრის, უკრაინელი ვიქტორია მამონტოვასთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის შეცვლა და მისი სამშობლოში დაბრუნება. მოკლული ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის დედის სასამართლოს მიერ დაზარალებულად ცნობა უკრაინის გენერალური პროკურატურის უარყოფითი პოზიციის საწინააღმდეგოდ. მიაღწია ყოფილი სსრკ-ს მოქალაქეების შრომითი დანაზოგის, როგორც მათი საკუთრების აღიარებას უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში, რამაც მოგვიანებით იულია ტიმოშენკოსა და მიკოლა აზაროვის მთავრობებს უფლება მისცა მოქალაქეებისთვის გადაეხადათ ეს თანხა.
უკრაინის ადამიანის უფლებათა ჰელსინკის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ევგენი ზახაროვმა ნინა კარპაჩოვას, როგორც ომბუდსმენის საქმიანობა არაეფექტურად შეაფასა. კარპაჩოვას მემკვიდრის, ვალერია ლუტკოვსკაიას თქმით, რომელიც მანამდე იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამთავრობო კომისრის თანამდებობას, კარპაჩოვას რეაგირება არ ჰქონია მის წერილებზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ და არ აქცევდა ყურადღებას ამ გადაწყვეტილებების შესრულებას.
ბიოგრაფია
რედაქტირებანინა კარპაჩოვა დაიბადა 1957 წლის 12 აგვისტოს მოლდოვის სსრ ქალაქ კეადირ-ლუნგაში. 26 წლის ასაკში გახდა უკრაინის კომუნისტური პარტიის ალუშტას საქალაქო კომიტეტის მდივანი.
1994 წელს იგი აირჩიეს უკრაინის სახალხო დეპუტატად, როგორც უპარტიო. 1998 წელს აირჩიეს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის (ომბუდსმენის) თანამდებობაზე. 2003 წელს იგი ხელახლა აირჩიეს ამ თანამდებობაზე და ასევე გახდა უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის წევრი.
2006-2007 წლებში იყო უკრაინის მე-5 მოწვევის უმაღლესი რადას დეპუტატი რეგიონების პარტიიდან. 2007 წელს იგი კვლავ აირჩიეს ომბუდსმენის პოსტზე.
2007 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ თავისი ბრძანებულებით "მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი საკანონმდებლო და სოციალურ-პოლიტიკური საქმიანობისთვის" ნინა კარპაჩოვა დააჯილდოვა III ხარისხის ღირსების ორდენით. [2]
2008 წელს ნინა კარპაჩოვამ უზრუნველყო უკრაინული მხრიდან რთული საერთაშორისო სიტუაციის მოგვარება, რომელიც უკავშირდებოდა სომალელი მეკობრეების მიერ გემის Lehmann Timber-ის ეკიპაჟის დატყვევებას, რომელთა უმეტესობას უკრაინელები შეადგენდნენ. გათავისუფლების შემდეგ გემს ტექნიკური სირთულეები შეექმნა და სალალას უახლოეს პორტში გადაიყვანეს. უკრაინის ხელისუფლებამ, ნინა კარპაჩოვას ინიციატივით, გადაჭრა ყველა საკითხი, რომელიც ეხებოდა გემის ეკიპაჟის უკრაინელი, რუსი და ესტონელი წევრების სამშობლოში დაბრუნებას.
2010 წელს, უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის მუშაობის მუდმივ რეჟიმზე გადასვლის გამო, ნინა კარპაჩოვა არ შეიყვანეს მის ახალ შემადგენლობაში.
2011 წლის ნოემბერში დიდი რეზონანსი მოჰყვა სააგენტო UNIAN-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, სადაც ნინა კარპაჩოვა, პროტესტანტ აქტივისტებთან საუბრის შემდეგ, აჩვენებს მარჯვენა ხელის შუა თითს. თავად ფოტოგრაფის თქმით, ეს ჟესტი შემთხვევით მოხვდა კადრში, როდესაც კარპაჩოვამ სიცივეზე დაიჩივლა დეპუტატ ოლეგ ლიაშკოსთან.[3] [4][5]
2019 წლის თებერვალში, როგორც „დამოუკიდებელი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა თანამეგობრობის წარმომადგენელი“, რუსეთის ხელისუფლებამ ქერჩის ინციდენტის დროს დაკავებულ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებთან დაუშვა. ამასთან, მათი ნახვის უფლება ვერ მოიპოვა მოქმედმა ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Учётная карточка народного депутата Украины Нины Карпачёвой (უკრ.)
- ↑ Ющенко наградил Карпачёву «За заслуги»[მკვდარი ბმული], УНИАН (12 августа 2007). ციტირების თარიღი 5 მაისი 2012 (რუს.)
- ↑ Оксана Шамонова. Карпачева непроизвольно показала средний палец чернобыльцам (фото), tochka.net (16 ноября 2011). დაარქივებულია 19 დეკემბერი 2011 . ციტირების თარიღი 5 მაისი 2012. (რუს.)
- ↑ Андрій Скакодуб. Ніна Карпачова - Фото УНІАН (უკრ.). УНІАН (16 ноября 2011). ციტირების თარიღი: 5 მაისი 2012. დაარქივებულია 27 ივნისი 2012 .
- ↑ Ombudsperson Karpachova asks to release Lutsenko from detention center, Kyiv Post (May 10, 2011)
- ↑ Денисова возмутилась, что РФ за ее спиной сотрудничает с экс-омбудсменом, Украинская Правда (21 февраля 2019). დაარქივებულია 6 მარტი 2019 . ციტირების თარიღი 4 მარტი 2019.