ნინა გრინი
ნინა გრინი რუს. Нина Николаевна Грин, დ. 11 (23) ოქტომბერი, 1894, გდოვი (სხვა წყაროების მიხედვით, ნარვა[1][2]) — გ. 27 სექტემბერი, 1970, კიევი) — ალექსანდრე გრინის მეუღლე. ძველ ყირიმში მწერალთა მუზეუმის დამფუძნებელი, „ალისფერი იალქნების“ გმირის ასოლის პროტოტიპი.
ნინა გრინი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 (23) ოქტომბერი, 1894 |
დაბადების ადგილი | გდოვი |
გარდაცვალების თარიღი | 27 სექტემბერი, 1970 (75 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კიევი |
საქმიანობა | მწერალი, muse და მემუარისტი |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთის იმპერია |
მეუღლე | ალექსანდრე გრინი და Sergey Korotkov |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ბანკის თანამშრომლის ნიკოლაი მირონოვის ოჯახში. იგი ოჯახში უფროსი შვილი იყო და ორი უმცროსი ძმა ყავდა — კონსტანტინე (დ. 1896), სერგეი (დ. 1898). ოჯახი მამის სამსახურის გამო 1914 წელს ნარვადან პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ჩაირიცხა ბესტუჟევის კურსებზე (1914).
1915 წელს იგი დაქორწინდა იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტ სერგეი კოროტკოვზე, რომელიც ერთი წლის შემდეგ მობილიზებული იყო ჯარში და 1916 წელს გარდაიცვალა პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე. ბიოლოგიის განყოფილების ორი კურსის გავლის შემდეგ ნინა საავადმყოფოში მედდად წავიდა.
1917 წელს იგი მუშაობდა გაზეთ „პეტროგრადის ეხოში“ მბეჭდავად, სადაც პირველად ნახა ალექსანდრე გრინი. 1918 წელს მამა გარდაეცვალა. ნინა დაავადდა ტუბერკულოზით, გადავიდა საცხოვრებლად ნათესავებთან მოსკოვის რეგიონში სამი წლის განმავლობაში, შემდეგ დაბრუნდა პეტროგრადში, სადაც მუშაობდა მედდად. ის დედასთან ერთად მარტო ცხოვრობდა.
1921 წელს ნინა კვლავ შეხვდა გრინს. 1921 წლის 7 მარტს ისინი დაქორწინდნენ. 1924 წელს გრინი, მისი ცოლი და დედამთილი, საცხოვრებლად ყირიმში გადავიდნენ. ჯერ ცხოვრობდნენ ფეოდოსიაში, შემდეგ კი ძველ ყირიმში. ბელოზერსკაიამ, რომელიც ნინას შეხვდა 1925 წელს მ. ვოლოშინთან სტუმრობისას, დატოვა თავისი შთაბეჭდილებები შეხვედრის შესახებ: „ძალიან მიმზიდველი, შთამბეჭდავი რუსი ქალი მოვიდა მსუბუქი მაქმანებიანი შარფით“.[3]
გრინი გარდაიცვალა ძველ ყირიმში 1932 წელს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ნინამ დაიწყო მუშაობა მწერლის ხსოვნის უკვდავსაყოფად. 1934 წელს მან მოახერხა მემორიალური ოთახის მოწყობა. იმავე წელს, გრინის მოთხრობების კრებულისთვის „ფანტასტიკური რომანებისთვის“ საფასურის მიღების შემდეგ, მან ააშენა საცხოვრებელი კორპუსი ადრე შეძენილ 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე და გრინის სახლი კერძო მუზეუმად იქცა. სახელმწიფო მუზეუმის გახსნა დაიგეგმა 1942 წელს, გრინის გარდაცვალების 10 წლისთავზე. მან მონაწილეობა მიიღო ძველ ყირიმში ისტორიული და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შექმნაში და მუზეუმის ინსტრუქციებით გაემგზავრა მოსკოვში.[4]
1934 წელს ნინა დაქორწინდა ტუბერკულოზის ექიმ პიოტრ ნანიაზე, ძველ ნაცნობზე, რომელიც მკურნალობდა ალექსანდრე გრინს. დიდი სამამულო ომის დასაწყისში ნანიასა და გრინის ქორწინება დაირღვა.
გერმანიის მიერ ყირიმის ოკუპაციის დროს, ნინა გრინი დარჩა ძველ ყირიმში მძიმედ ავადმყოფ დედასთან ერთად. ომის შემდეგ მას მიესაჯა 10 წლიანი პატიმრობა ბანაკში, კორექტორად და რედაქტორად მუშაობისთვის საოკუპაციო გაზეთში „სტარო-კრიმსკის ოფიციალური ბიულეტენ“-ში, 1942 წლის 29 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა რეგიონალურ სტამბას. საოკუპაციო ხელისუფლებამ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა ცნობილი მწერლის ქვრივის სახელი. მოგვიანებით იგი გადაყვანილი იქნა სამუშაოდ გერმანიაში. გათავისუფლების შემდეგ იგი დაბრუნდა ყირიმში, ისევ დააპატიმრეს, სასჯელი მოიხადა პეჩორას ბანაკებში, შემდეგ კი ასტრახანში.
ნინა გრინი 1956 წელს გათავისუფლდა პატიმრობისგან. განთავისუფლების შემდეგ იგი დაბრუნდა ყირიმში, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაიბრუნა სახლი — გრინის უკანასკნელი სახლი, რომელიც ახალი მფლობელების მიერ ადაპტირებული იყო საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის და მიაღწია მწერლის მუზეუმის გახსნას. ბოლო წლებში იგი ცხოვრობდა უკიდურეს გაჭირვებასა და ადგილობრივი მაცხოვრებლების მტრობის ატმოსფეროში, მ. ვოლოშინამ თქვა: „ის ცხოვრობს სრულ დავიწყებასა და სიღარიბეში ძველ ყირიმში. ხანდახან ჩემთან მოდის. ჩვენ მეგობრები არ ვართ. ის ყველას ერიდება. მაგრამ ჩვენ ვურთიერთობთ როგორც ორი ძველი უკბილო ნიანგი. ნინა ოდესღაც ლამაზმანი იყო.“[5]
ნინა გრინი გარდაიცვალა კიევში 1970 წლის 27 სექტემბერს. ანდერძით მან ითხოვა დაეკრძალათ ოჯახის გალავანში დედისა და ქმრის საფლავებს შორის. მაგრამ ძველი ყირიმის ხელისუფლებამ არ დაუშვა მიცვალებულის ანდერძის უკანასკნელი სურვილის შესრულება და დაკრძალეს სხვა ადგილას ძველი ყირიმის სასაფლაოზე.
ერთი წლის შემდეგ, 1971 წლის 23 ოქტომბრის ღამით, კიეველმა მეგობრებმა პერვოვამ და ვერხმანმა თანაშემწეებთან ერთად, იგი ფარულად გადაასვენეს და აღასრულეს ნინას ანდერძი[6].
ნინა გრინის სრული რეაბილიტირება 1997 წელს მოხდა. ამონარიდში ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დასკვნიდან:
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Грин Нина Николаевна (1894). ციტირების თარიღი: 2024-02-29
- ↑ Грин Нина Николаевна. ციტირების თარიღი: 2024-02-29
- ↑ Ю. Г. Виленский, В. В. Навроцкий, Г. А. Шалюгин, Михаил Булгаков и Крым, Симферополь: Таврия, 1995. — გვ. 180, 10000 ეგზ.
- ↑ Ю. Г. Виленский, В. В. Навроцкий, Г. А. Шалюгин, Михаил Булгаков и Крым, Симферополь: Таврия, 1995. — გვ. 180, 10000 ეგზ.
- ↑ Ната Холендро. (2011-12-18) И КАЖДЫЙ ПРОЧЬ ПОБРЕЛ, ВЗДЫХАЯ. ციტირების თარიღი: 2019-10-04.