ნილგაუ
(გადამისამართდა გვერდიდან ნილგაუები)
ნილგაუ (ლათ. Boselaphus tragocamelus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 2 მ, მასა 200 კგ აღწევს. დედალი უფრო პატარაა. მამალს აქვს მოკლე, სწორი რქები, დედალი ურქოა. გავრცელებულია ინდოსტანის ნახევარკუნძულზე. ბინადრობს ტყეში, იშვიათად ვაკეზე. ნილგაუები ზოგჯერ პატარა ჯგუფებს ქმნიან. იკვებებიან ბალახეულით, ყლორტებითა და ფოთლებით. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. შობს 2 ნაშიერს. ზოგჯერ აზიანებენ პლანტაციებს.
ნილგაუ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Boselaphus tragocamelus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 2893 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 436.