ნიკ კეივი
ნიკ კეივი, ინგლ. Nick Cave (სრული სახელი - ნიკოლას ედვარდ კეივი, ინგლ. Nicholas Edward Cave, დ. 22 სექტემბერი, 1957) — ავსტრალიელი როკ მუსიკოსი, პოეტი, მწერალი, მუსიკის ავტორი ფილმებისთვის, სცენარისტი. როკ ჯგუფ Grinderman ლიდერი (მისი "სოლო" კვარტეტის ახალი სახელწოდება), Nick Cave and the Bad Seeds, The Birthday Party, Boys Next Door.
ნიკ კეივი | |
---|---|
ნიკ კეივი 2021 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ნიკოლას ედვარდ კეივი |
დაბ. თარიღი | 22 სექტემბერი, 1957 |
დაბ. ადგილი | Warracknabeal[1] [2] |
წარმოშობა | ვარაკანაბილი, ავსტრალია |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, პოსტ პანკი |
საქმიანობა | როკ-მუსიკოსი, პოეტი, მწერალი, ფილმების მუსიკის ავტორი, სცენარისტი |
აქტიური | 1973 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | nickcave.com |
ნიკ კეივი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლას ედვარდ კეივი დაიბადა 1957 წლის 22 სექტემბერს ავსტრალიის, შტატ ვიქტორიას, ქალაქ ვარაკანაბილში. გაიზარდა ანგლიკანურ ოჯახში.
სამხატვრო კოლეჯში სწავლის დროს შეხვდა მიკ ჰარვის, რომელთანაც ერთად აწყობდა პრაქტიკულად ყველა მუსიკალურ პროექტს. პირველი მათ შორის 1970 წლების ბოლოს გახდა ჯგუფი Boys Next Door, რომელიც 1980 წელს დაიშალა.
ამის შემდეგ ახალი ჯგუფი იქმნება The Birthday Party, რომელიც დოსტოევსკის რომანის "დანაშაული და სასჯელის" ერთ-ერთი სცენის სამახსოვროდ დაერქვა. ჯგუფი ევროპაში მიემგზავრება და 1983 წლისთვის იშლება. სანამ ეს მოხდება ნიკ კეივი ბლიქსა ბერგალდს გაიცნობს რომელიც გერმანული ჯგუფი Einstürzende Neubauten ლიდერია, სთავაზობს თავისთან დაკვრას. ბლიქსა თანხმდება და მონაწილეობს მის პროექტებში 20 წლის განმავლობაში.
1984 წელს მისი ახალი გუნდის Nick Cave and the Bad Seeds პირველი ალბომი From Her To Eternity გამოდის. კეივს დიდ პოპულაზობას მისი ალბომები Let Love In, Henry's Dream და Murder Ballads მოუტანს. Murder Ballads-ის ალბომში შესულია მისი დუეტო კაილი მინოუგთან და ფი ჯეი ჰახვისთან.
კეივს ახასიათებენ როგორც დაღვრემილსა და მოგუშულ მუსიკოსს, მას ხშირად ტომ უეიტსთან და ლეონარდ კოენთან ერთ ხაზზე დგამენ.
2006 წელს ნიკ კეივი ახალ პროექტს - კვარტეტ «Grinderman» ქმნის, რომელიც შეიქმნა ჯგუფიდან რომელიც მას სოლო ტურნეებში დაჰყვებოდა. 2007-ში მათი სადებიუტო ალბომი გამოვიდა.
ლიტერატურული საქმიანობა
რედაქტირებანიკ კეივის მოღვაწეობაზე ბავშვობის შტაბეჭდილებების მხატვრულმა ლიტერატურამ დიდი გავლენა მოახდინა. თვით კეივის სიტყვებიდან, მას ლიტერატურის კარგი მასწავლებელი ჰყავდა, ხოლო მამა მისი ცდილობდა მის თავში წიგნების, ნაბოკოვის "ლოლიტის" სათავო სცენის და დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელის" მკვლელობის სცენის ფრაგმენტების "ჩატენვას".
კეივმა დაწერა რომანი "And the Ass Saw the Angel" რომელიც 1989 წლის დაიბეჭდა. 2009 წლის სექტემბერში გამოიცა კეივის მეორე რომანი "ბანი მონროს სიკვდილი". ამის გარდა, ნიკ კეივი პოეტური კრებულების "მეფე მელანი, ტომი I" და "მეფე მელანი, ტომი II" ავტორია.
მოღვაწეობა კინოში
რედაქტირებათავისი პირველი საუნდტრეკი ნიკმა 1983 წელს ჩაწერა ფილმ «Standt. Die»-სთვის. ამას მოჰყვა უამრავი სხვა, მათ შორის ბლიქსა ბარგელდთან და მიკ ჰარვისთან ერთად («To Have and To Hold» და «Ghosts of… Civil Dead»). ნიკი ფილმ «Ghosts of… Civil Dead» თანაავტორიც გახდა და ერთ-ერთი როლიც შეასრულა.
ჯგუფ The Bad Seeds-ის გამოსვლა შეგიძლიეთ ვიმ ვანდერსის 1987 წლის ფოლმ "ცა ბერლინის თავზე" იხილოთ. ნიკ კეივი ბლიქსა ბარგელდთან ერთად პიტერ ზემპელის ფილმ "დენდი"-ში მონაწილეობენ.
2005 წელს ნიკ კეივის სცენარის მიხედვით ფილმი-ვესტენი "წინადადება" გამოვიდა. ფილმში მისი მუსიკაც იყო გამოყენებული. სამომავლოდ (2011 წლისთვის) დაგეგმილია მისივე სცენარით გადაღებული ფილმის, «Death of a Ladies' Man», გამოსვლა
ნიკ კეივის სიმღერები ძალიან მოთხოვნადია, ისინი ოცდაათ ფილმზე მეტში იყო გამოყენებული.
1990 წელს რეჟისორ ული შუპელის მიერ იქნა გადაღებული დოკუმენტური ფილმი The Bad Seeds-ის შესახებ.
დისკოგრაფია
რედაქტირება- Boys Next Door
- Door Door (1979)
- The Birthday Party
- The Birthday Party (Hee Haw) (1980)
- Prayers On Fire (1981)
- Junkyard (1982)
- Mutiny! / Bad Seed (1983)
- Nick Cave and the Bad Seeds
- From Her to Eternity (1984)
- The Firstborn Is Dead (1985)
- Kicking Against The Pricks (1986)
- Your Funeral… My Trial (1986)
- Tender Prey (1988)
- The Good Son (1990)
- Henry’s Dream (1992)
- I Had a Dream Joe (single) (1992)
- Live Seeds (1993)
- Let Love In (1994)
- Where The Wild Roses Grow (სინგლი) (1995)
- Murder Ballads (1996)
- Unknown & Unreleased (1996)
- The Boatman's Call (1997)
- Live at Royal Albert Hall (1998)
- The Secret Life of the Love Song (1999)
- No More Shall We Part (2001)
- Nocturama (2003)
- Abattoir Blues / The Lyre Of Orpheus (2004)
- B-Sides & Rarities (3 CD) (2005)
- Dig, Lazarus, Dig!!! (2008)
- Push the Sky Away (2013)
- Skeleton Tree (2016)
- Ghosteen (2019)
- Wild God (2024)
- Nick Cave and Grinderman
- Grinderman (2007)
- Grinderman 2 (2010)
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Nick Cave and the Bad Seeds ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-10-17 საიტზე Wayback Machine.
- ნიკ კეივის არაოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-11-25 საიტზე Wayback Machine.
- Straight To You — ნიკ კეივის შესახებ რუსულად დაარქივებული 2012-10-18 საიტზე Wayback Machine.
- Dig, Lazarus, Dig!!! — Pitchfork, რეცენზია