ნიკოლოზ ჩერეპნინი
ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჩერეპნინი (რუს. иколай Николаевич Черепнин; დ. 15 მაისი, 1873, სანქტ-პეტერბურგი — გ. 26 ივნისი, 1945) — რუსი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. დაიბადა სანქტ-პეტერბურგში; სწავლობდა ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ზედამხედველობის ქვეშ მოსკოვის კონსერვატორიაში.
ნიკოლოზ ჩერეპნინი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 15 მაისი, 1873[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
გარდ. თარიღი | 26 ივნისი, 1945[1] [2] [7] [8] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | Issy-les-Moulineaux[1] |
დასაფლავებულია | სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაო |
ნიკოლოზ ჩერეპნინი ვიკისაწყობში |
ცხოვრება
რედაქტირებანიკოლოზ ჩერეპნინი დაიბადა 1873 წლის 15 მაისს სანქტ-პეტერბურგში. ნიკოლოზს დედა ბავშვობის ასაკში გარდაეცვალა. ბავშვობაში, ნიკოლოზს მამა რეგულარულად სცემა: იგი მკაცრი დისციპლინის ზოგად კოდექსს აღასრულებდა.[9]
მამის დაჟინით ნიკოლოზმა სამართალი ხარისხი აიღო, თუმცა ამ დროის განმავლობაში იგი სტაბილურად მუშაობდა კომპოზიციებზე. 1895 წელს დაასრულა კანონის სწავლა [[სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი|სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1898 წელს ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ზედამხედველობის ქვეშ კომპოზიციათა, ხოლო კ. კ. ფან-არხის ზედამხედველობის ქვეში ფორტეპიანოს ხარისხი მიიღო. მისმა ნიჭმა და მაღალმა ოჯახურმა სტატუსმა მას სამსახური დააწყებინა: 1899 წელს მან მუშაობდა „სასამართლო“ სამლოცველოს ორკესტრის მასწავლებლად დაინიშნა. 6 წლის განმავლობაში იგი აღნიშნულ ადგილას ასწავლიდა. შემდეგ სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა და სწავლება აქ განაგრძო. 13 წლის განმავლობაში მას მრავალი გამოჩენილი მოსწავლე ჰყავდა, მათ შორისაა: სერგეი პროკოფიევი, ალექსანდრ გაუკი, იური შაპორინი[10] და ლაზარე სამინსკი.[11]
1902 წელს გახდა რუსეთის სიმფონიური კონცერტების რეგულარული დირიჟორი. მოგვიანებით იგი გამოჩნდა რუსეთის მუსიკალურ საზოგადოებსთან მოსკოვის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად; აღსანიშნავია მისი გამოჩენა ალექსანდრე სილოტისა და ივან ვასელინკოს ისტორიულ კონცერტში; ასევე იგი დირიჟორობდა მარიინსკის თეატრში (1906–1909). ბალაევის წრის წევრი აგრეთვე ჩართული იყო ruzhok sovremennoy muzïki-ში („თანამედროვე მუსიკალური წრე“) და მუშაობდა Mir iskusstva („ხელოვნების მსოფლიო“) მოძრაობასთან.[12] ჩერაპენინი იყო მუსიკოლოგი ალექსანდრე ოსოვსკის მეგობარი.
1907 წელს კონსერვატორიაში ყოფნის დროს დაწერა ალბათ მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ბალეტი Le Pavillon d'Armide. ორი წლის შემდეგ დირიჟორობდა სერგეი დიაგილევის ლეგენდარულ „Ballets Russes“-ის საპრემიერო შესრულებას. იგი Ballets Russes-თან ერთად შესრულებებს ხელმძღვანელობდა ბერლინში, მონტე-კარლოში, პარიზში, რომსა და კოვენტ-გარდენის სამეფო ოპერის თეატრში (ლონდონი).[13] პროფესორობისა და ბალეტში ვალდებულებებთან დამატებით იგი 1908 წელს იგი მარიინსკის თეატრში დირიჟორი გახდა.
1905-1917 წლებში იგი შედიოდა პეტერბურგის კონსერვატორიის მთავარ სამმართველოაში; აღნიშნულ დაწესებულებაში იგი დირიჟორობას ასწავლიდა. 1918 წელს მიიწვიეს თბილისის ეროვნული კონსერვატორიის დირექტორის პოსტზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში. 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაბრუნდა პარიზში და სიცოცხლის დანარჩენი პერიოდი აქვე გაატარა. ნიკოლაი ჩერეპნინი გარდაიცვალა 1945 წლის 26 მაისს.
იგი იყო კომოპიტორისა და პიანისტის, ალექსანდრ ჩეპერინის მამა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Tcherepnin, Nikolay by Christopher Palmer, in 'The New Grove Dictionary of Opera', ed. Stanley Sadie (London, 1992) ISBN 0-333-73432-7
- Savenko, Svetlana, et al. "Tcherepnin: (1) Nikolay Tcherepnin". 2002. New Grove Dictionary of Music and Musicians. 7 June 2008. [1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #11905647X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ IMSLP — 2006.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ https://www.tcherepnin.com/nikolai/bio_nik.htm
- ↑ Grove Music Online — OUP. — doi:10.1093/GMO/9781561592630.ARTICLE.45587
- ↑ Nikolai's biography on the Tcherepnin Society Website
- ↑ See article on the Tcherepnin family in the Grove Dictionary
- ↑ Beate Schroder-Nauenburg, Der Eintritt des Judischen in die Welt der Kunstmusik, Wiesbande, 2007, p. 151
- ↑ Savenko, Grove Music Online
- ↑ „News of the Music World“ (PDF). New York Times. October 8, 1911. ციტირების თარიღი: 2008-07-16.