იური შაპორინი
იური შაპორინი (დ. 27 ოქტომბერი, 1887 — გ. 9 დეკემბერი, 1966, მოსკოვი) — რუსი კომპოზიტორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1954)
ბიოგრაფია
რედაქტირება1918 წელს დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია. 1919-1934 წლებში იყო ლენინგრადის თეატრების სამუსიკო ნაწილის გამგე. 1940 წლიდან იყო მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი. 1952-1966 წლებში იყო სსრკ-ის კომპოზიტორთა კავშირის მდივანი.
ავტორია ოპერისა „დეკაბრისტები“ (1953), სიმფონია კანტატისა „კულიკოვოს ველზე“ (1939), ორატორიისა „თქმულება რუსული მიწისათვის ბრძოლაზე“ (1944), ასევე სხვა სიმფონიების, სიუიტების, სიმღერების ციკლების, რომანსების, ბალადების, თეატრების და კინოს მუსიკისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 685.