ნიკოლოზ ვატუტინი
ნიკოლოზ თედორეს ძე ვატუტინი (დ. 3 (16) დეკემბერი, 1901, სოფ. ჩეპუხინო, ვორონეჟის გუბერნია — გ. 15 აპრილი, 1944, კიევი) — საბჭოთა სარდალი, არმიის გენერალი (1943), საბჭოთა კავშირის გმირი (1965; სიკვდილის შემდეგ). წითელ არმიაში იყო 1920 წლიდან, 1917–1922 წლების რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა ნესტორ მახნოს მებრძოლებთან ერთად ლუგანსკისა და სტარობელსკის რაიონებში. დაამთავრა კიევის უმაღლესი გაერთიანებული სამხედრო სკოლა (1924), მ. ვ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (1929), გენშტაბის სამხედრო აკადემიის დაჩქარებული კურსი (1937). 1924–1926 და 1929–1932 წლებში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე მსროლელ დივიზიაში, ხოლო 1937 წლიდან — კიევის საგანგებო სამხედრო ოლქის შტაბსა და გენშტაბში. დიდი სამამულო ომის დროს 1941 წლის 30 ივნისიდან იყო ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის შტაბის უფროსი. თავი გამოიჩინა ნოვგოროდის დაცვის დროს, შეიმუშავა და განახორციელა კონტრდარტყმათა სერია, რომლებმაც დამარცხება მიაყენეს გერმანელთა 56-ე სატანკო კორპუსს. 1942 წლის მაის-ივლისში იყო გენშტაბის უფროსის მოადგილე. ამავე წლის ივლის-ოქტომბერში — ვორონეჟის ფრონტის სარდალი. ოქტომბრიდან სარდლობდა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტს, სტალინგრადის ბრძოლის დროს. ვატუტინმა განახორციელა ოპერაცია „მცირე სატურნი“ (დეკემბერი, 1942), რომელმაც დაამარცხა გერმანული არმია დონის შუა წელზე. 1943 წლის მარტიდან ხელახლა მეთაურობდა ვორონეჟის (ოქტომბრიდან — უკრაინის პირველ) ფრონტს. კურსკის ბრძოლის დროს ფრონტის მებრძოლებმა ყველა შეტევა მოიგერიეს, ხოლო კონტრიერიშისას გაარღვიეს გერმანელ მებრძოლთა ღრმადეშელონირებული დაცვა. ფრონტის გაერთიანებები და შენაერთები ნიკოლოზ ვატუტინის მეთაურობით მონაწილეობდნენ დნეპრისათვის ბრძოლაში და გაათავისუფლეს კიევი (6 ნოემბერი). ვატუტინის და უკრაინის მეორე ფრონტის (სარდალი — არმიის გენერალი ივანე კონევი) მებრძოლებმა ურთიერთმოქმედებით განახორციელეს კორსუნ-შევჩენსოვსკის ოპერაცია (1944). 29 თებერვალს, მანქანით მგზავრობის დროს, უკრაინელმა ნაციონალისტებმა მოაქციეს ალყაში, სროლის დროს დაიჭრა, გარდაიცვალა ჭრილობებისგან კიევის ჰოსპიტალში. დაჯილდოებულია ლენინის, სუვოროვის I ხარისხის, კუტუზოვის I ხარისხის და სხვა ორდენებით. კიევში აღმართულია მისი ძეგლი (ავტორი — ევგენი ვუჩეტიჩი).
ნიკოლოზ თედორეს ძე ვატუტინი | |
---|---|
Никола́й Фёдорович Вату́тин | |
დაბადების თარიღი | 3 (16) დეკემბერი, 1901 |
დაბადების ადგილი | სოფ. ჩეპუხინო, ვორონეჟის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 15 აპრილი, 1944 (42 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ |
კუთვნილება |
რსფსრ სსრკ |
ჯარის სახეობა | ქვეითი |
სამხედრო სამსახურის წლები | 1920–1944 |
წოდება | არმიის გენერალი |
მეთაურობდა |
<span class="wikidata-claim" data-wikidata-property-id="P598სამხრეთ-დასავლეთი ფრონტი ვორონეჟის ფრონტი უკრაინის პირველი ფრონტი" data-wikidata-claim-id="Q299364$4A2A1D1F-FF67-4759-A09D-76C50594329E">Southwestern Front, <span class="wikidata-claim" data-wikidata-property-id="P598სამხრეთ-დასავლეთი ფრონტი ვორონეჟის ფრონტი უკრაინის პირველი ფრონტი" data-wikidata-claim-id="Q299364$5ab76a52-4368-3e0e-db5f-36391905dc48">Voronezh Front და <span class="wikidata-claim" data-wikidata-property-id="P598სამხრეთ-დასავლეთი ფრონტი ვორონეჟის ფრონტი უკრაინის პირველი ფრონტი" data-wikidata-claim-id="Q299364$a5ef5ec3-42d1-f8dc-4d98-aa33d8745ac4">1st Ukrainian Front |
ბრძოლები/ომები |
რუსეთის სამოქალაქო ომი, ბესარაბიისა და ჩრდილოეთ ბუკოვინის შეერთება სსრკ-ის მიერ, დიდი სამამულო ომი: |
ჯილდოები |
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Брагин М. Г. Ватутин (Путь генерала), 1901–1944. М., 1954;
- Захаров Ю. Д. Генерал армии Н. Ф. Ватутин. М., 1985;
- Попов Н. Г. О полководческом искусстве генерала армии Н. Ф. Ватутина // Военная мысль. 1988. № 2;
- ВАТУТИН // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 665-666.