ნიკოლაი გნატიუკი
ნიკოლაი გნატიუკი (უკრ. Микола Васильович Гнатюк დ. 14 სექტემბერი, 1952, ნემიროვკა, ხმელნიცკის ოლქი) — საბჭოთა და უკრაინელი საესტრადო მომღერალი, უკრაინის სსრ სახალხო არტისტი (1988)
ნიკოლაი გნატიუკი | |
---|---|
ნიკოლაი გნატიუკი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | უკრ. Микола Васильович Гнатюк |
დაბ. თარიღი | 14 სექტემბერი, 1952 |
დაბ. ადგილი | ნემიროვკა, უკრაინის სსრ |
ჟანრ(ებ)ი | ტრადიციული ესტრადა |
საქმიანობა | მომღერალი |
აქტიური | 1970-დან დღემდე |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ნიკოლაი გნატიუკი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა კოლმეურნეობის თავმჯდომარისა და სოფლის მასწავლებლის ოჯახში. დედა დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო და მისთვის პირველი მასწავლებელი გახდა. დაამთავრა როვენის პედაგოგიური ინსტიტუტი (მუსიკალურ-პედაგოგიური ფაკულტეტი). შემოქმედებითი კარიერა დაიწყო ანსამბლიდან „Мы — одесситы“ (ჩვენ ოდესიდან ვართ). სწავლობდა ლენინგრადის მუსიკ-ჰოლის სტუდიაში და პარალელურად დადიოდა გასტროლებზე ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „Дружба“-სთან (ვია „მეგობრობა“) ერთად. როსტისლავ ბაბიჩის ორკესტრთან შემთხვევით გაკეთებულმა ჩანაწერმა და უჩვეულო ტელეგენურობამ იგი სტუდიების სასურველ სტუმრად აქცია. ცისფერი ეკრანიდან ხშირად ისმოდა მისი სიმღერები.
1978 წელს გნატიუკმა ზაპორიჟიეში გაიმარჯვა უკრაინის საესტრადო მომღერლების მეორე კონკურსში. 1979 წელს მან მესამე ადგილი დაიკავა საესტრადო არტისტების მეექვსე საკავშირო კონკურსზე, რამაც გზა გაუხსნა საზღვარგარეთ წასასვლელად. დ. ტუხმანოვის სიმღერამ „მე შენთან ვცეკვავ“ მას გრან-პრი მოუტანა დრეზდენის საესტრადო სიმღერების კონკურსზე, ხოლო რაიმონდ პაულსის სიმღერამ (ანდრეი ვოზნესენსკის ტექსტზე) „ცეკვა ბარაბანზე“ — 1980 წლის სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის (პოლ. Konkurs Piosenki Interwizji) პირველი ადგილი.
1980 წელს მღეროდა რამდენიმე ვია-სთან ერთად. 1981 წელს მის რეპერტუარში გაჩნდა სუპერ-ჰიტი „Птица счастья“ („ბედნიერების ფრინველი“). იმ დროს სსრკ-ში პოპულარობით მას მხოლოდ ალა პუგაჩოვა და ბელორუსიის ანსამბლი „Песняры“ უსწრებდნენ. 1998 წელს გამოვიდა გნატიუკის მეორე გრამფირფიტა ევგენი შირიაევის სიმღერებით, რომელიც ვია „ლაბირინთთან“ (ტაშკენტი) ერთად ჩაწერა. ამ დროს პოპულარობის პიკიდან უკვე ჩამოსული იყო და იშვიათად ჩნდებოდა ტელეეკრანებზე. 1986-1994 წლებში ხმელნიცკის ფილარმონიის სოლისტი იყო.
1987 წელს გნატიუკის პოპულარობის მეორე ტალღა დაიწყო: ალ. მაროზოვმა მისთვის დაწერა სიმღერა „Малиновый звон“, 1988 წელს კი — „Белые ставни“. ამ პერიოდში მას უკრაინის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს, რომლის დამსახურებითაც თითო წლის გამოტოვებით, დაიწყო გრამფირფიტების გამოშვება. მალე, ყველასთვის მოულოდნელად, დატოვა უკრაინული ესტრადა და ოჯახური მდგომარეობის გამო გფრ-ში გადავიდა, სადაც ყოფილი ცოლი ცხოვრობდა შვილთან ერთად.
1993 წელს დაბრუნდა სამშობლოში. უკრაინულმა ლეიბლმა „National Audio Company“ (NAC) ჩაწერა გნატიუკის რამდენიმე ალბომი.
47 წლის ასაკში გნატიუკი შედის ბელგოროდის სასულიერო სემინარიაში მისიონერის განყოფილებაზე. ამ პერიოდში მის რეპერტუარში ჩნდება სასულიერო თემატიკის შემცველი სიმღერები. ჩაწერა ალბომიც, რომელში შეტანილი სიმღერების ნაწილის მუსიკა და ტექსტიც თავად დაწერა.
2009 წელს ნატალია ვარლეისთან ერთად მონაწილეობა მიიღო რსფსრ პირველი არხის ტელეპროექტში „ორი ვარსკვლავი“. 2020 წლის ზაფხულში ვიტებსკის ფესტივალზე გამოვიდა უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, სადაც მის გარდა იყვნენ ტინა კაროლი, ირინა ბილიკი, ტაისია პოვალი, ჯგუფი „KAZKA“.
დისკოგრაფია
რედაქტირება# | წელი | ქვეყანა | სახელწოდება | ფორმატი | ლეიბლი | სქოლიო |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 1980 | სსრკ | ნიკოლაი გნატიუკი და ჯგუფი „კროსვორდი“ | მინი-ალბომი | მელოდია | [1] |
2 | 1980 | სსრკ | ნიკოლაი გნატიუკი და ჯგუფი „ლაბირინთი“ | მინი-ალბომი | მელოდია | |
3 | 1981 | სსრკ | Танец на барабане | გრამფირფიტა | მელოდია | [2] |
4 | 1988 | სსრკ | Малиновый звон | გრამფირფიტა | მელოდია | [3] |
5 | 1990 | სსრკ | Не покинь меня | გრამფირფიტა | მელოდია | [4] |
6 | 1996 | უკრაინა | Час рікою пливе | СD, კასეტა | NAC | [5] |
7 | 2005 | უკრაინა | Господи, спаси, сохрани | СD, გრამფირფიტა | NAC | [6] |
7 | 2006 | რუსეთი | Знов | СD, გრამფირფიტა | Artur Music | [7] |
8 | 2011 | რუსეთი | Золотой альбом. The Best | СD, გრამფირფიტა | Artur Music | [8] |
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1980 — უკრაინის სსრ დამსახურებული არტისტი
- 1988 — უკრაინის სსრ სახალხო არტისტი
- 2002 — მოგილიოვის საპატიო მოქალაქე — „ბელორუსის და უკრაინის ნაციონალურ კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.[9]
- 2006 — ფრანცისკ სკორინას ორდენი — „ბელორუსი-უკრაინის კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისა და სლავი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის“[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია
- gnatjuk_mikola დაარქივებული 2022-03-10 საიტზე Wayback Machine.
- gnatyuk
- ГНАТЮК: „Птица счастья завтрашнего дня“ დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine.
- ნიკოლაი გნატიუკის დისკოგრაფია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Николай Гнатюк, Группа «Кроссворд»* – Дождевые Кольца
- ↑ Н. Гнатюк — Танец На Барабане
- ↑ Николай Гнатюк – Малиновый Звон
- ↑ Николай Гнатюк – Не Покинь Меня
- ↑ Микола Гнатюк – Час Рікою Пливе
- ↑ Микола Гнатюк – Господи, спаси, сохрани
- ↑ Микола Гнатюк – Знов
- ↑ Николай Гнатюк – Золотой Альбом. The Best
- ↑ Могилевский городской исполнительный комитет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-26. ციტირების თარიღი: 2022-04-06.
- ↑ Указ Президента Республики Беларусь