ანდრეი ვოზნესენსკი

ანდრეი ანდრეის ძე ვოზნესენსკი (რუს. Андре́й Андре́евич Вознесе́нский; დ. 12 მაისი, 1933, მოსკოვი, — გ. 1 ივნისი, 2010, პერედელკინო, მოსკოვის ოლქი) — რუსი პოეტი, პროზაიკოსი, მხატვარი, არქიტექტორი. ე. წ. პოეტ-სამოციანელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის (1978) და რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემიის (სიკვდილის შემდეგ, 2010) ლაურეატი.

ანდრეი ვოზნესენსკი
რუს. Андрей Вознесенский
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1933(1933-05-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი მოსკოვი[1]
გარდაცვალების თარიღი 1 ივნისი, 2010(2010-06-01)[9] [2] [3] [4] [5] [6] [7] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი პერედელკინო[9]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
საქმიანობა პოეტი[6] , მხატვარი[6] , ლირიკოსი, მხატვარ-გრავიორი და მწერალი[6]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი[10]
ალმა-მატერი მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი
ჟანრი პოეზია
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი, შრომის წითელი დროშის ორდენი, David Burliuk International Mark და Golden Wreath
ხელმოწერა
საიტი andreyvoznesenski.ru

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1933 წელს ჰიდროინჟინერის ოჯახში. თოთხმეტი წლის ასაკში გაუგზავნა თავისი ლექსები ბორის პასტერნაკს, რომელთანაც მეგობრობამ მის მომავალზე დიდი გავლენა იქონია. 1957 წელს დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი. პირველი ლექსები დაბეჭდა 1958 წელს, პირველი კრებულები „პარაბოლა” და „მოზაიკა” — 1960 წელს. ვოზნესენსკის პოემამ „ოსტატები” (1959) ყურადღება მიიპყრო მხატვრული წარმოსახვის სიახლით. კრებულები: «40 ლირიკული წიაღსვლა პოემიდან „სამკუთხა მსხალი” (1962), „ანტისამყაროები” (1964), „აქილევსის გული” (1966), „მზერა” (1972) გამოირჩევა ორიგინალური პოეტური ხედვით, თანამედროვეობის მძაფრი შეგრძნებით. მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების მიერ ვოზნესენსკის შემოქმედების მწვავე კრიტიკისა (1963), პოეტს აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა არ შეუწყვეტია, რაც, ნაწილობრივ, ოფიციალურ გაზეთ „პრავდაში“ მის მიერ გამოქვეყნებული ნახევრადირონიული „მონანიების“ შედეგი იყო. ვოზნესენსკი გარდაიცვალა 2010 წელს.

ქართული თემა ვოზნესენსკის პოეზიაში 60-იანი წლებიდან გაჩნდა. მისი ლექსები საქართველოზე და საქართველოსათვის („ქართული არყის ხეები”, „თბილისური ბაზრები”, „მთებში” და სხვ.) თავმოყრილია კრებულში „ივერიის ნათელი” (თბ., 1984). კრებულს ერთვის ავტორისავე წინასიტყვაობა. ვოზნესენსკი თავის ინტერესს საქართველოსადმი გენეტიკური კავშირით ხსნიდა (მისი პაპის მამა ქართველი იყო). თარგმნიდა ქართულ პოეზიას — გ. აბაშიძის, ი. აბაშიძის, რ. მარგიანის, შ. ნიშნიანიძის, ი. ნონეშვილის, ლ. სტურუას, ო. ჭილაძის ლექსებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Вознесенский Андрей Андреевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 The Fine Art Archive — 2003.
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 404–407. — ISBN 5-94848-245-6
  9. 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118805770 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. Museum of Modern Art online collection