ნიკოლოზ (ნიკა) კაჭარავა (დ. 13 იანვარი, 1994, ნიქოზია, კვიპროსი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „სპარტაკოსისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

ნიკა კაჭარავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნიკოლოზ კაჭარავა
დაბადების
თარიღი
13 იანვარი, 1994 (1994-01-13) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
ნიქოზია, კვიპროსი
სიმაღლე 198 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
2011–2012 დინამო თბილისი
2013–2014 რუბინი ყაზანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2014–2016 სპარტაკი ცხინვალი 41 (25)
2016–2018 როსტოვი 0 (0)
2016–2017   ეთნიკოსი 27 (16)
2017–2018   კორონა 26 (7)
2018–2022 ანორთოსისი 51 (11)
2020–2021   ლეხი პოზნანი 7 (1)
2022 ჯეონამ დრაგონსი 10 (2)
2023 ტორპედო ქუთაისი 14 (3)
2023–2024 პანევეჟისი 17 (2)
2024– სპარტაკოსი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2012–2013 საქართველო 19-წლ. 8 (2)
2013–2016 საქართველო 21-წლ. 10 (6)
2016–2020 საქართველო 24 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 11 მაისი, 2024

ნიკა არის ცნობილი ქართველი მწვრთნელის, კახაბერ კაჭარავას შვილი.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

თამაშობდა თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდში. 2012 წლის გაზაფხულზე თბილისური კლუბი დატოვა და რამდენიმე თვე შვეიცარიაში იმყოფებოდა, თავიდან ჩელენჯლიგის „კიასოში“ ვარჯიშობდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სამოყვარულო „ვანდიშში“ გაანათხოვრეს. სამოყვარულო გუნდის უცხოელ მოთამაშეს 3 თვეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვს, რის გამოც ზაფხულში იძულებული გახდა, საქართველოში ჩამოსულიყო. შვეიცარიაში დაბრუნდების იმედი რომ გადაეწურა, პირველ ლიგაში მოასპარეზე „გაგრაში“ ჩაირიცხა. 2013 წლის თებერვლიდან ყაზანის „რუბინის“ დუბმშემადგენლობის წევრი გახდა, მან ნახევარწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[1] „რუბინის“ დუბლებში 16 ჩატარებულ მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო, პირველი გოლი გაიტანა სარანსკის „მორდოვიას“ ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ, იმ მატჩში ნიკა კაჭარავამ დუბლი გაიფორმა.[2] ძირითადი გუნდის შემადგენლობაში მოხვდა ერთხელ, 2013 წლის 2 დეკემბერს „ამკარის“ წინააღმდეგ მოგებულ მატჩში, თუმცა ნიკა მოედანზე არ გამოჩენილა.[3] 2014 წლიდან შეუერთდა ცხინვალის „სპარტაკს“, 2013-2014 წლების სეზონში ჩაატარა მხოლოდ 1 მატჩი, ხოლო შემდეგი სეზონიდან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. 2015-16 წლების სეზონის პირველ ნახევარში, უმაღლეს ლიგაში გაიტანა ყველაზ მეტი, 13 გოლი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მისით ინტერესდებოდნენ რუსული, ბელგიური და ჰოლანდიური კლუბები.[4] საბოლოოდ ნიკამ არჩევანი „როსტოვზე“ შეაჩერა, რომელმაც ტრანსფერში 300 ათასი ევრო გადაიხადა.[5]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს 2012 წლის ოქტომბერში. მისი დებიუტი შედგა 26 ოქტომბერს, ხორვატი თანატოლების წინააღმდეგ.[6] 8 ჩატარებულ მატჩში გაიტანა 2 გოლი. 21 წლამდელთა ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2013 წლის 5 სექტემბერს, ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ, 84-ე წუთზე მან დავით სხირტლაძე შეცვალა.[7]

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას დებიუტი ჰქონდა 2016 წელს. პირველი გოლი კი გაიტანა 2017 წლის 24 მარტს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 18 ნოემბერი, 2020
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო
 
2016 3 0
2017 6 1
2018 7 0
2019 1 0
2020 7 2
ჯამში 24 3

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება