ნიკა გუჯეჯიანი

ქართველი მარკეტერი და დიზაინერი

ნიკა გუჯეჯიანი (დ. 18 ივნისი, 1992, თბილისი – გ. 15 მარტი, 2019) — ქართველი დიზაინერი და მარკეტერი.

ნიკა გუჯეჯიანი
დაბადების თარიღი 1992 წლის 18 ივნისი
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 15 მარტი, 2019 (26 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია დიზაინერი
მარკეტერი

ბიოგრაფია რედაქტირება

ნიკა გუჯეჯიანი დაიბადა 1992 წლის 18 ივნისს, თბილისში. 1998-2010 წლებში სწავლობდა თბილისის N1 ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში. 2010-2014 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციის ფაკულტეტზე, 2014-2016 წლებში Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით.

კარიერა რედაქტირება

ნიკა გუჯეჯიანი მუშაობდა თბილისისა და ევროპის წამყვან სარეკლამო სააგენტოებსა და სხვა კომპანიებში:

ნიკა გუჯეჯიანმა Miami AD School-ში სწავლის პარალელურად შეასრულა ანიმაციური ვიდეორგოლების სერია ქართულ ანბანსა და ქართულ რაგბიზე.

საქართველოს ბანკში მუშაობის პერიოდში, კოლეგებთან ერთად, ბევრი საინტერესო ინიციატივის, იდეის და პროექტის შემქმნელი და ავტორი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია წამოწყება მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი - „გამოფინე დროშა. 26 მაისი“. სარეკლამო - საინფორმაციო ვიდეო რგოლების სერია საქართველოში პირველად მომხდარი მოვლენების, ქალების, ცნობილი ადამიანების, სიტყვების მნიშვნელობის, ქართული ფილმების და ფულის შესახებ.

პარალელურად ნიკა იყო ინოვაციური სტარტაფის - „Qvevri XYZ“ - პირველი 3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრის თანაავტორი და დამფუძნებელი.[1][2]

გარდაიცვალა 2019 წლის 15 მარტს, ავტოავარიის შედეგად.[3]

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია და ჯილდოები რედაქტირება

Miami Ad School-ის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაწესდა „ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია“. ყოველწლიურად 1 ქართველი სტუდენტი, სწავლისა და ცხოვრების 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის Miami Ad School-ში.[4][5]

კანის შემოქმედებითი ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში დააწესა ნიკას სახელობის საპატიო ჯილდო, ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 2019 წელს ჯილდოს მფლობელი სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ვატო ქავთარაძე გახდა.

„ჯორჯია კაპიტალის“ შექმნილ საინვესტიციო ფონდს მიენიჭა ნიკა გუჯეჯიანის სახელი.

თბილისის კომუნიკაციის სკოლამ - Tbilisi School of Communication ინოვაციური სტარტაპების თანამშრომელთათვის დააწესა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის გრანტი.

ნიკა გუჯეჯიანის ჯილდოები რედაქტირება

  • ADC All-Star Event 2015 - Winner;
  • ADC Global, With „Team Florence“ (Sajid Wajid, Cara Lau, Robin Yip);
  • ADC Portfolio - Night - All Star - Budapest, უნგრეთი - 2015;
  • Art director’s Club fur Deutschland - Young Talents of the Year - Shortlist - 2015;
  • D&AD Pencil - 2015;
  • Young Gun Awards Bronze - 2015.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება