ალდაგი
ალდაგი — პირველი კერძო სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც 1990 წელს დაარსდა.
დარგი | სადაზღვეო |
---|---|
დაფუძნდა | 1990 წელი |
სათავო ოფისი | თბილისი, საქართველო |
მფლობელი | საქართველოს ბანკი |
საიტი | https://aldagi.ge |
კომპანიაში შესაძლებელია ავტომობილის, ქონების, სამოგზაურო, აგრო, საპენსიო, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობისა და სიცოცხლის დაზღვევის შეძენა. კომპანიის პროდუქტებს შორისაა ასევე ავტო სტარტი, ტურის დაზღვევა, „ალდაგი ბიზნესი“ — სპეციალური სადაზღვევო პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
ალდაგის ოფისები ფუნქციონირებს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში — თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი.
ისტორია
რედაქტირებასადაზღვევო კომპანია ალდაგი 1990 წელს დაარსდა.
2006 წლის ბოლოს სადაზღვევო კომპანია „ბი სი აი-მ“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ აქციების 100% შეისყიდა. ამ წლის 22 ივნისს განხორციელდა აღნიშნული კომპანიების იურიდიული გაერთიანება, სახელწოდებით „ალდაგი ბისიაი“, რომელმაც ბაზრის 36% დაიკავა.
2012 წელს „ალდაგმა“ სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ შეიძინა, რომლის შედეგადაც კიდევ უფრო გაიზარდა კომპანიის ბაზრის წილი.
2014 წელს, კომპანიის აქციონერთა გადაწყვეტილებით, „ალდაგმა“ მსოფლიოში აპრობირებულ ბიზნეს მოდელს მიმართა და გაიმიჯნა დაზღვევის ორი მიმართულება — ჯანმრთელობის დაზღვევა და არაჯანმრთელობის დაზღვევა.
2017 წელს კომპანიამ „World Finance Global Insurance Awards-ისგან“ საქართველოში საუკეთესო მზღვეველის სტატუსი მიიღო.[1]
2018 წელს კომპანია „Global Brand Magazine-ის“ მიერ საქართველოში ავტოდაზღვევის საუკეთესო ბრენდად დასახელდა.[2]
ფინანსური მონაცემები
რედაქტირებაფინანსური მონაცემები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიხედვით[3]
წელი | ბაზრის მოცულობა | ალდაგი | ბაზრის წილი |
---|---|---|---|
2006 | 69683891 | 29013585 | 42% |
2007 | 118836622.7 | 40991604 | 34% |
2008 | 272013220.1 | 62536182.83 | 23% |
2009 | 360449123.6 | 68638499.03 | 19% |
2010 | 361457159.7 | 67083307.41 | 19% |
2011 | 321147047.3 | 57456762.77 | 18% |
2012 | 515471427.4 | 103148331.3 | 20% |
2013 | 471066119.7 | 143212841.3 | 30% |
წელი | ბაზრის მოცულობა | ალდაგი | ბაზრის წილი |
---|---|---|---|
2014 | 167,507,173 | 59,584,363 | 36% |
2015 | 200,682,279 | 70,723,881 | 35% |
2016 | 211,673,577 | 77,888,515 | 37% |
2017 | 236,607,587 | 90,146,239 | 38% |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-05-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ World Finance Global Insurance Awards 2017
- ↑ Global Brand Magazine 2018
- ↑ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-25. ციტირების თარიღი: 2019-01-28.