ნიკარაგუის დეპარტამენტები
ნიკარაგუა უნიტარული რესპუბლიკაა. იგი ადმინისტრაციულად იყოფა 15 დეპარტამენტად (departamentos) და 2 თვითმმართველ რეგიონად (autonomous communities). ნიკარაგუის ტერიტორიული მოწყობა ემყარება ესპანურ მოდელს:
დეპარტამენტი | დედაქალაქი | მოსახლეობა (2005) | ფართობი (კმ²) | მოსახლეობის სიმჭიდროვე | |
---|---|---|---|---|---|
1 | ბოაკო | ბოაკო | 150,636 | 4177 | 36 |
2 | კარასო | ხინოტეპე | 166,073 | 1081 | 154 |
3 | ჩინანდეგა | ჩინანდეგა | 378,970 | 4822 | 79 |
4 | ჩონტალესი | ხუიგალპა | 153,932 | 6481 | 24 |
5 | ესტელი | ესტელი | 201,548 | 2230 | 90 |
6 | გრანადა | გრანადა | 168,186 | 1040 | 162 |
7 | ხინოტეგა | ხინოტეგა | 331,335 | 9222 | 36 |
8 | ლეონი | ლეონი | 355,779 | 5138 | 69 |
9 | მადრისი | სომოტო | 132,459 | 1708 | 78 |
10 | მანაგუა | მანაგუა | 1,262,978 | 3465 | 365 |
11 | მასაია | მასაია | 289,988 | 611 | 475 |
12 | მატაგალპა | მატაგალპა | 469,172 | 6804 | 69 |
13 | ნუევა სეგოვია | ოკოტალი | 208,523 | 3491 | 60 |
14 | რივასი | რივასი | 156,283 | 2162 | 72 |
15 | რიო-სან-ხუანი | სან-კარლოსი | 95,596 | 7541 | 13 |
16 | ჩრდილოეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონი | ბილვი | 314,130 | 33,106 | 10 |
17 | სამხრეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონი | ბლუეფილდსი | 306,510 | 27,260 | 11 |
1986 წელს ახალი კონსტიტუციაში გამოქვეყნდა ავტონომიის თავი (შეზღუდული თვითმმართველობა), რომლის ძალითაც უქმდებოდა სელაიას დეპარტამენტი, რომელსაც ეჭირა ნიკარაგუის აღმოსავლეთი ტერიტორია. დეპარტამენტი დაიყო ორ ავტონომიურ რეგონად. ავტონომიის თავი მისდევს ესპანურ მოდელს. ავტონომიები იმართება გუბერნატორისა და რეგიონული საკრებულოს მიერ. სხვა მხრივ კი იგი ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Instituto Nicaragüense de Fomento Municipal დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine.
- Portal de la Región del Norte de Nicaragua დაარქივებული 2007-06-01 საიტზე Wayback Machine.
- Portal de la ciudad de Estelí, Nicaragua დაარქივებული 2012-07-12 საიტზე Wayback Machine.