სელაია
სელაია (ესპ. Celaya) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკაში, გუანახუატოს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 2005 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 310 413 ადამიანია და წარმოადგენს შტატის მესამე უდიდეს ქალაქს. მთლიანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 415 869 ადამიანს შეადგენს. ქალაქი მდებარეობს მუნიციპალიტეტის გეოგრაფიულ ცენტრში.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სელაია Celaya | |||
| |||
ქვეყანა | მექსიკა | ||
შტატი | გუანახუატო | ||
კოორდინატები | 20°31′20″ ჩ. გ. 100°48′44″ დ. გ. / 20.52222° ჩ. გ. 100.81222° დ. გ. | ||
დაარსდა | 12 ოქტომბერი, 1570 | ||
ფართობი | 553.23 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 1 750 მ | ||
მოსახლეობა | 310 413 კაცი (2005) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-6 | ||
სატელეფონო კოდი | 461 | ||
საფოსტო ინდექსი | 38000 | ||
ოფიციალური საიტი | celaya.gob.mx | ||
სელაიის ირგვლივ მრავალი პატარა ქალაქია განგალებული.
1915 წელს, სელაიასთან გამართულ ბრძოლაში გენერალმა ალვარო ობრეგონმა პანჩო ვილია დაამარცხა. მოკლე დროის განმავლობაში, სელაია გუანახუატოს შტატის დედაქალაქიც იყო.
1999 წელს, ქალაქში აფეთქდა თოფის წამლისა და ფოიერვერკების საწყობი, რასაც 60 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- A casi 100 años de la Bola de Agua (Near the century of "Ball of Water" დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine.
- PODCelaya.com დაარქივებული 2007-03-12 საიტზე Wayback Machine. Business Virtual Directory
- Municipio de Celaya Official website
- Diócesis de Celaya
- Domingo Negro Explosion დაარქივებული 2011-07-28 საიტზე Wayback Machine.