ლეონინიკარაგუის ერთ-ერთი ქალაქი; სიდიდით მეორე დედაქალაქ მანაგუას შემდეგ. ესპანელების დაარსებული ქალაქი სახელწოდებით სანტიაგო-დე-ლოს-კაბალეროს-დე-ლეონ. იგი ნიკარაგუის უძველესი ქალაქია და მეტოქეობას უწევს ქალაქ გრენადას ისტორიული სახლებისა და ეკლესიების სიჭარბით. 2005 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 175 000 კაცს აღწევს, რომელთა შორის არ იგულისხმება სტუდენტთა ის რაოდენობა, რომელიც ქალაქში ჩამოდის სწავლის დაწყების დროს. ლეონი, საუნივერსიტეტო ქალაქი, არის ლეონის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ლეონი
León

ლეონის საკათედრო ტაძარი
დროშა გერბი

ქვეყანა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
დაქვემდებარება ლეონის დეპარტამენტი
კოორდინატები 12°26′00″ ჩ. გ. 86°53′12″ დ. გ. / 12.43333° ჩ. გ. 86.88667° დ. გ. / 12.43333; -86.88667
დაარსდა 15 ივნისი, 1524
ფართობი 820.2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 86
მოსახლეობა 175,000 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-6
საფოსტო ინდექსი 21000
ლეონი (ნიკარაგუა) — ნიკარაგუა
ლეონი (ნიკარაგუა)

ლეონი მდებარეობს მდინარე რიო-ჩიკიტოს ნაპირებზე მანაგუადან 50 მილის დაშორებით ჩრდილოდასავლეთით. მისგან 11 მილის მოშორებით წყნარი ოკეანის სანაპიროა. დედაქალაქთან სიახლოვის გამო, ლეონი ქვეყნის მნიშვნელოვანი კულტურული (1813 წელს დაარსებული უნივერსიტეტის წყალობით), ინდუსტრიული, აგროკულტურული (შაქრის ლერწამი, მიწის თხილი, მეცხოველეობა) და კომერციული ცენტრია.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება