ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სომოტო (ნიშნავს ბატების ველს) — ქალაქი ჩრდილოეთ ნიკარაგუის მთიანეთში, ქალაქ ოკოტალიდან 20 კმ-ის მოშორებით სამხრეთ-დასავლეთით. იგი გაერთიანებულია მადრისის დეპარტამენტში. 1867 წელს დაარსებული ქალაქი 1936 წლამდე იყო მადრისის დედაქალაქი. სომოტოში მდებარეობს სომოტოს კანიონი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. ქალაქის მოსახლეობა არის 40, 000. მათ შორის 15, 000 ცხოვრობს ურბანულ ნაწილში, დანარჩენი 25, 000 მიმდებარე 48 რაიონში.

ღირსსახსოვარი ხალხი სომოტოდან არიან, კარლოს მეხია გოდოი და ლუი მეხია გოდოი-ნიკარაგუელი მომღერლები. აგრეთვე, სომოტოს ჰყავს საკუთარი მადრისის რეალის საფეხბურთო გუნდი.

ესპანელების გამოჩენამდე, სომოტოში ცხოვრობდნენ მექსიკიდან ემიგრირებული ოლმეკები და აცკეტები. 1992 წელს ქალაქი სომოტო გახგა ქალაქ მერცედის ტყუპი ქალაქი.