ნეფუდი, იგივე ალ–ნეფუდი, ან-ნაფუდი[1] (არაბ. صحراء النفود, ან-ნაფუდი არაბულად აღნიშნავს „დიუნას“[1]) — უდაბნო აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, საუდის არაბეთის ტერიტორიაზე. გააჩნია დიდი ოვალის ფორმა. მისი სიგრძე 290 კმ–ია, სიგანე 225 კმ, ხოლო ფართობი 103,600 კმ²–ს შეადგენს.[2]

არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოები კოსმოსიდან

ნეფუდის უდაბნოსათვის დამახასიათებელია უეცარი, ძლიერი ქარები, რომლებიც წარმოქმნის დიდ, ნამგლის ფორმის დიუნებს. ნალექი აქ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოდის. ზოგიერთ დაბალ არეალში, მაგალითად ჰიჯაზის მთების სიახლოვეს, მრავლადაა ოაზისი, სადაც მოყავთ ქერი, ხილი, ბოსტნეული. ნეფუდი დეჰნას უდაბნოს საშუალებით უკავშირდება რუბ–ელ–ხალის უდაბნოს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 გაჩეჩილაძე, რევაზ (2011). ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა, 2011 (მესამე გადამუშავებული გამოცემა), თბილისი: ბაკურ სულაკაური, გვ. 42. ISBN 978-9941-403-12-5. 
  2. Wright, John W. (ed.); Editors and reporters of The New York Times (2006). The New York Times Almanac, 2007, New York, New York: Penguin Books, გვ. 67. ISBN 0-14-303820-6.