დეჰნა
დეჰნა — უდაბნო არაბეთის ნახევარკუნძულზე, არაბეთის უდაბნოს ცენტრალური ნაწილი. წარმოადგენს ქვიშის ერთგვარ წაგრძელებულ კორიდორს, რომელიც ნეფუდის უდაბნოს აერთებს მის ჩრდილოეთით მდებარე რუბ-ელ-ხალის უდაბნოსთან. მისი სიგრძე 1000 კმ-ზე მეტია, სიგანე დაახლოებით 80 კმ. მიიჩნევა, რომ გეოგრაფიულად ის ერთმანეთისგან ყოფს ალ-აჰსის პროვინციასა და ნეჯდის რეგიონს.
მოიცავს ქვიშის მაღალ დიუნებს, რომლებიც რკინის ოქსიდის შემცველობის გამო წითელი ფერისაა.