ნენსკრის ლოდებიერატიკული ლოდები საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ნენსკრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1200–1600 მ სიმაღლეზე. პლეისტოცენურ პერიოდში მდინარე ნენსკრის აუზმა განიცადა მძლავრი გამყინვარება, რაზედაც მიუთითებს მორენული მასალის სიუხვე. მორენები გავრცელებულია როგორც ნენსკრის ხეობაში, ასევე მრავალრიცხოვან შენაკადთა ხეობებში. მორენები შედგენილია გრანიტებისა და გნაისების მსხვილი ლოდნარით. სოფელი ზემო მარღი გაშენებულია მოგრძო (2–2,5 კმ) ფართო მოვაკებაზე, ხეობის ფსკერიდან 320 მ სიმაღლეზე, სადაც გაფანტულია ლოდნარი მასალა, რომელიც გრანიტ-გნაისისგან შედგება. ეს ფერდობი ამავე დროს წარმოადგენს ნენსკრისა და მარხის წყალგამყოფს, რომლის თხემზეც აქა-იქ გაფანტულია გრანიტ-გნაისისგან შემდგარი ლოდები. ასეთი ლოდები მდინარის ქვემო ნაწილშიც, ნენსკრის შესართავთანაც გვხვდება. სოფელ ტობარის (ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლეზე) ტერიტორიაზე პორფირიტულ ლოდნარში მრავლადაა გაფანტული გრანიტებისა და გნასიების ერატიკული ლოდები.[1]

  1. 1.0 1.1 კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები, თბ., 2014, გვ. 117