ნემრუთი
ნემრუთი, ნემრუთ-დაღი (თურქ. Nemrut Dağı; სომხ. Սարակն; ქურთ. Çiyayê Nemrud) — მძინარე სტრატოვულკანი აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის ტბის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან. სიმაღლე 2948 მ. ვულკანის ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა მოხდა პლეისტოცენში, შემდეგ, მრავალრიცხოვანი მცირე ამოფრქვევები დაფიქსირდა ჰოლოცენში, რომელთაგან უკანასკნელს ადგილი ჰქონდა 1692 წელს. ვულკანის მწვერვალი წარმოადგენს მოზრდილ კალდერას, რომელშიც ტბა წარმოიქმნა. ნემრუთი პოლიგენური სტრატოვულკანია და განლაგებულია არაბეთისა და ევრაზიის ტექტონიკური ფილების შეჯახების ადგილას, რომლებიც განსაზღვრავენ რეგიონის სეისმურ და ვულკანურ აქტივობას.[1]
ნემრუთი | |
---|---|
ვულკანი ნემრუთი | |
კოორდინატები: 38°37′10″ ჩ. გ. 41°14′28″ ა. გ. / 38.61944° ჩ. გ. 41.24111° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული | ბითლისის პროვინცია |
სიმაღლე | 2948 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 1250 მ |
მთის მასივი | სომხეთის მთიანეთი |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 1692 წლის აპრილი |
სურათები ვიკისაწყობში |
ამ ფილების შეჯახება დაიწყო შუა ეოცენში და საბოლოოდ დახურა წყლის სივრცე, რომელმაც მეზოზოურში წარმოქმნა ძველი ოკეანე ტეთისი. ნემრუთი აღმოსავლეთ თურქეთის სამ ჩამქრალ ვუკანთან — არარატთან, თენდიურექთან და სიუფჰანთან ერთად მოქცეულია რთული ფორმის ნასხლეტის რაიონში, რომელიც გადის არაბეთისა და ევრაზიის ფილების საზღვარზე სომხეთის მთიანეთზე და წარმოადგენს ამ ვულკანთა შორის ყველაზე დასავლეთით მდებარე ვულკანს, რომელიც მათ შორის ერთადერთია აქტივობის თვალსაზრისით.[2]
ნემრუთი, სავარუდოდ, წარმოიქმნა ადრეულ მეოთხეულ ეპოქაში, დაახლოებით 1 მილიონი წლის წინ. განსაკუთრებულ აქტივობას ავლენდა პლეისტოცენში, რეგულარული ამოფრქვევები ფიქსირდებოდა ჰოლოცენშიც. შუა პლეისტოცენში, დაახლოებით 250 ათასი წლის წინ, ნემრუთის დიდმა ამოფრქვევამ წარმოქმნა 60 კმ-იანი განფენილობის მქონე ლავური ნაკადი, რომელმაც ჩახერგა წყლის ჩამონადენი ვანის ქვბულიდან მუშის ქვაბულში, რომელიც მიეკუთვნება სიახლოვეს მდებარე მდინარე მურათის აუზს, რამაც განაპირობა ვანის ტბის წარმოშობა. ამავე პერიოდში ვულკანის კუნისისებრი მწვერვალი შიგნით ჩავარდნა, რომელმაც წარმოქმნა დიდი კალდერა ზომებით 8,3×7 კმ.[3]
კალდერის შიგნით შემდგომში წარმოიქმნა მტკნარწყლიანი ტბა ნემრუთი, რომელსაც შემდეგ მომხდარი ამოფრქვევების ხარჯზე გამოეყო მცირე ტბა ილი. ამჟამად, ნემრუთის უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 2948 მ. ვულკანს აქვს ელიფსური ფორმა, მისი ზომები საფუძველთან 27х18 კმ აღწევს. ვულკანური მასალებით წარმოდგენილი ვულკანური ცენტრი მოიცავს 377,5 კმ³-ს.[2] მისი კალდერა უდიდესია თურქეთში.[4]
ვულკანი ნემრუთი (ნემრუთ-დაღი) ზოგჯერ ერევათ მთა ნემრუთ-დაღთან (ნემრუთი), რომელიც აგრეთვე თურქეთში მდებარეობს და ცნობილია კომაგენეს სამეფოს მეფის — ანტიოქე I-ის აკლდამისა და ტაძრის კომპლექსის ნაშთით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Shortening of continental lithosphere: the neotectonics of Eastern Anatolia — a young collision zone
- ↑ 2.0 2.1 Journal of volcanology and geothermal research. — 1998. — Vol. 85, № 1-4. — P. 173–210
- ↑ Journal of volcanology and geothermal research. — 1998. — Vol. 85, № 1-4. — P. 173–210
- ↑ Crater lakes in Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-14. ციტირების თარიღი: 2012-10-14.