ნასხლეტი
ნასხლეტი — დედამიწის ქერქის ამგები ქანების წყვეტითი დისლოკაცია, რომლის დროსაც ქანების შეფარდებითი გადაადგილება ხდება ნაპრალის შვეული ან დახრილი ზედაპირის გასწვრივ ისე, რომ ქანების ზედა, კიდული ბაგე ქვევით მოძრაობს, ქვედა ბადე კი — ზევით. ორი ან რამდენიმე ნასხლეტის კომბინაციით შეიძლება განვითარდეს გრაბენი, ჰორსტი ან ნასხლეტის საფეხურებრივი სისტემა. ნასხლეტი ვითარდება დედამიწის ქერქის გაჭიმვის პირობებში. დიდი ნასხლეტების ამპლიტუდა რამდენიმე კმ აღწევს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 327.