ჰორსტი (გერმ. Horst — ბუდე) — დედამიწის ქერქის აზევებული, ჩვეულებრივ, წაგრძელებული უბანი, რომელიც შემოსაზღვრულია ციცაბო რღვევებით — ნასხლეტებით ან შესხლეტვებით. ჰორსტის სიგანე რამდენიმე ათეულ კილომეტრს, ხოლო სიგრძე — რამდენიმე ასეულ კილომეტრს აღწევს. ხშირად ჰორსტი ართულებს ნაოჭა სტრუქტურებს და ქმნის ჰორსტ-ანტიკლინს — ანტიკლინს, რომლის გული რღვევების გასწვრივ აზევებულია ფრთების მიმართ. ჰორსტ-ანტიკლინი დამახასიათებელია ახალგაზრდა ბაქნებისათვის. გეგმაში წაგრძელებული, იშვიათად იზომეტრიული მოხაზულობისაა. გადაადგილების ამპლიტუდა შეადგენს რამდენიმე ათას მეტრს. ტერმინი შემოიღო ავსტრიელმა გეოლოგმა ედუარდ ზიუსმა 1873 წელს.[1]

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის სურათი

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება