ნევილ ჩემბერლენის აღზევება

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 2 სექტემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ნევილ ჩემბერლენის აღზევებამ კულმინაციას მიაღწია 1937 წლის 28 მაისს, როდესაც მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. ჩემბერლენს საკმაოდ დიდხანს განიხილავდნენ მისი თანაპარტიელის, პრემიერ-მინისტრი სტენლი ბოლდუინის პოლიტიკურ მემკვიდრედ. როდესაც ბოლდუინმა გადადგომის შესახებ განაცხადა, ჩემბერლენი იყო ერთადერთი, ვინც მის მემკვიდრედ იყო მიჩნეული.

ნევილ ჩემბერლენი
Arthur Neville Chamberlain
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მაისი, 1937 – 10 მაისი, 1940
მონარქი  ჯორჯ VI
წინამორბედისტენლი ბოლდუინი
მემკვიდრეუინსტონ ჩერჩილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 მაისი, 1937 – 9 ოქტომბერი, 1940
მონარქი  ჯორჯ VI
წინამორბედისტენლი ბოლდუინი
მემკვიდრეუინსტონ ჩერჩილი

საბჭოს ლორდ-თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მაისი, 1940 – 3 ოქტომბერი, 1940
მონარქი  ჯორჯ VI
პრემიერ-მინისტრიუინსტონ ჩერჩილი
წინამორბედიჯეიმზ სტენჰოუფი
მემკვიდრესერ ჯონ ანდერსონი

სახაზინოს კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 აგვისტო, 1923 – 22 იანვარი, 1924
მონარქი  ჯორჯ VI
წინამორბედისტენლი ბოლდუინი
მემკვიდრეფილიპ სნოუდენი

ჯანდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 აგვისტო, 1931 – 5 ნოემბერი, 1931
პრემიერ-მინისტრირემსი მაკდონალდი
წინამორბედიართურ გრინვუდი
მემკვიდრეედუარდ ჰილტონ იუნგი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ნოემბერი, 1924 – 4 ივნისი, 1929
პრემიერ-მინისტრისტენლი ბოლდვინი
წინამორბედიჯონ ვეტლეი
მემკვიდრეართურ გრინვუდი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 მარტი, 1923 – 27 აგვისტო, 1923
პრემიერ-მინისტრიენდრიუ ბონარ ლოუ
სტენლი ბოლდუინი
წინამორბედიართურ გრიფით-ბოსკაუენი
მემკვიდრეუილიამ ჯოინსონ-ჰიკსი

დაბადებული18 მარტი, 1869
ეჯბასტონი, ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვლილი9 ნოემბერი, 1940
დიდი ბრიტანეთი
ეროვნებაინგლისელი
პოლიტიკური პარტიაკონსერვატიული
მამაჯოზეფ ჩემბერლენი
დედაფლორენს ქენრიკი
მეუღლეენ ჩემბერლენი
შვილებიდოროთი ჩემბერლენი
ფრანსის ჩემბერლენი
რელიგიაუნიტარიზმი[1]
ხელმოწერა

ნევილ ჩემბერლენი დაიბადა 1869 წელს. მამამისი, ჯოზეფ ჩემბერლენი, მინისტრთა კაბინეტის წევრი და პოლიტიკოსი იყო. ნევილმა განათლება მიიღო რაგბის სკოლაში, შემდეგ კი მეისონის კოლეჯში (დღევანდელი ბირმინგემის უნივერსიტეტი). ვერც ერთ სასწავლო დაწესებულებაში ჩემბერლენმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. ბუღალტერთა ფირმაში ხანმოკლე მუშაობის შემდეგ ახალგაზრდა ჩემბერლენი საოჯახო ქონების გაზრდის მიზნით ექვსი წლით გაემგზავრა ბაჰამის კუნძულებზე, სადაც სისალის პლანტაციებზე ზრუნავდა. 1897 წელს, ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ჩემბერლენი თავის მშობლიურ ქალაქ ბირმინგემში ბიზნესით დაკავდა. იგი დაინტერესებული იყო სოციალური საქმეებით. 1911 წელს გახდა ბირმინგემის საქალაქო საბჭოს წევრი, ხოლო 1915 წელს ბირმინგემის ობერ-ბურგმოსტრი. ამ თანამდებობაზე მისი მეორე ვადა „შეწყდა“ 1916 წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ლოიდ ჯორჯმა ნევილს ეროვნული სამსახურის დირექტორობა შესთავაზა. თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩემბერლენს და ჯორჯს შორის ადგილი იქონია ზიზღმა და დაპირისპირებამ, რომელიც მათი ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა.

1918 წელს, 49 წლის ასაკში ჩემბერლენი თემთა პალატის დეპუტატი გახდა. ოთხი წლის განმავლობაში იგი უკანსკამელი იყო, შემდეგ კი სახაზინოს კანცლერის პოსტი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ კი ჯანდაცვის მინისტრი გახდა. ამ პოსტს იგი ხუთი წლის განმავლობაში იკავებდა. ორწლიანი ოპოზიციის შემდეგ ჩემბერლენი რემსი მაკდონალდის ეროვნული ხელისუფლების ნაწილი გახდა და ხუთნახევარი წელი აკონტროლებდა ბრიტანეთის ფინანსებს. 1935 წელს მაკდონალდი გადადგა, მისი ადგილი ბოლდუინმა დაიკავა. 1937 წელს, უკანასკნელის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენი გახდა.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ჩემბერლენი დაიბადა ინგლისის ქალაქ ბირმინგემის ეჯბასტონის რაიონის სახლ საუზბორნში.[2] ნევილი მამამისისთვის მეორე ქორწინებიდან ერთადერთი შვილი იყო. ჯოზეფ ჩემბერლენს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი, ბეატრისი და ოსტინი ჰყავდა. ჯოზეფის პირველი ცოლი, ჰერიტი, ოსტინზე მშობიარობის დროს გარდაიცვალა.[3] 1875 წელს, როდესაც ჩემბერლენი ექვსი წლის იყო,მშობიარობამ შეიწირა მისი დედა ფლორენს კენრიკიც. ფლორენსს აგრეთვე სამი ქალიშვილი და გერი ჰყავდა.[4] იმ დროს ჯოზეფ ჩემბერლენის, როგორც პარლამენტარის კარიერა საკმაოდ წარმატებული იყო, რის გამოც იგი ხშირად იყო წასული, სახლის „უფროსად“ კი მისი და რჩებოდა. ნევილ ჩემბერლენი სკოლაში 8 წლის ასაკში გაუშვეს.[5]

ნევილი რაგბის სკოლაში სწავლობდა, სადაც თავს არც თუ ისე კარგად გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი არც თუ ისე ცუდად სწავლობდა, ჩემბერლენი არ გამოირჩეოდა არც აკადემიკურად, არც ათლეტურად. 18 წლის შესრულებიდან ოთხი თვის შემდეგ ჯოზეფ ჩემბერლენმა თავისი შვილი სკოლიდან გამოიყვანა.[6] წარმატებულ პოლიტიკოსად გახდომის შემდეგ ჩემბერლენი ძალიან იშვიათად სტუმრობდა სკოლას.[7] მან რაგბის სკოლაში არც თავისი შვილი მიაბარა და იშვიათად საუბრობდა იქ გატარებულ დროზე.[6] ამის შემდეგ, ჯოზეფ ჩემბერლენმა თავისი შვილი მეისონის კოლეჯში ჩარიცხა. ამან გაზი გაუსვა ნევილის კავშირს ბირმინგემთან და ხელი შეუწყო ჩემბერლენის ინტერესს მეცნიერების მიმართ.[8] ორი წლის განმავლობაში იგი სწავლობდა მეტალურგიად და ინჟინერიას, თუმცა, ამ საგნებით იგი დიდად დაინტერესებული არ იყო. 1889 წელს მამამისმა იგი სამუშაოდ ბუღალტერთა ფირმაში გაუშვა.[9] ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ ჩემბერლენი ხელფასსაც იღებდა.[7]

ბიზნეს-კარიერა (1890–1911)

რედაქტირება

ჯოზეფ ჩემბერლენის 1880-იანი წლების ინვესტიციური დანაკარგების გამო ფინანსური პრობლემები ჰქონდა. 1890 წელს, ბაჰამის კუნძულების გუბერნატორმა, სერ ამბროს შიმ ჯოზეფს უთხრა, რომ სისალის პლანტაციას შეუძლია მოგება მოიტანოს.[7] 1890 წლის ნოემბერში ჯოზეფმა თავისი ორი შვილი მდგომარეობის გამოსაკვლევად გაგზავნა. მათ შესაძლო ინვესტიციის წარმატება იწინასწარმეტყველეს. ამის შემდეგ ჯოზეფმა ნევილი „პროექტის“ ხემძღვანელად დანიშნა. 1891 წლის დასაწყისში, 22 წლის ასაკში, ნევილმა 110 კვადრატული კილომეტრი მიწა იქირავა.[10] შემდეგი ექვსი წელი მან ანდროსის კუნძულზე გაატარა. ნიადაგი პლანტაციისთვის გამოუსადეგარი გამოდგა, „პროექტი“ კი ჩაიშალა. ჯოზეფმა £50,000 დაკარგა (დღესდღეობით £4.2 მილიონი).[11] ნევილ ჩემბერლენი ბრიტანეთში 1897 წლის დასაწყისში დაბრუნდა.[12]

ინგლისში დაბრუნების შემდეგ ჩემბერლენი მამამისის სახლ ჰაიბარიში ცხოვრობდა. სახლის დიდი ნაწილი „დაკეტილი“ ფულის ეკონომიის მიზნით. ამავე დროს, ოსტინ და ჯოზეფ ჩემბერლენები თავიანთი დროის დიდ ნაწილს ატარებდნენ ლონდონში და ლორდ სალისბარის ხელისუფლებაში მუშაობდნენ.[13] ოჯახური კავშირებით ჩემბერლენი დაინიშნა ელიოტის ლითონის კომპანიის დირექტორად. კომპანია ჰაიბარიდან 1,6 კილომეტრით იყო დაშორებული.[14] 1897 წლის ნოემბერში, ოჯახის დახმარებით, ნევილმა შეიძინა კომპანია Hoskins & Company, რომელიც გემებისთვის ლითონის დაფებს ამზადდებდა. ჩემბერლენი კომპანიის სათავეში 17 წლის განმავლობაში იდგა.[15] ჩემბერლენმა შემოიღო შემოსავლის გაზიარების სისტემა (Profit-Sharing System – სისტემა, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმულები შემოსავლიდან პირდაპირ იღებენ თავიანთ წილს. ამით ჩემბერლენმა მიაღწია ე.წ „სამრეწველო მშვიდობას“ (Industrial Peace – მდგომარეობა, როდესაც როგორც დამსაქმებელი, ისე დასაქმებული უარს ამბობენ „სამრეწველო აქტივობაზე“, ანუ, გაფიცვაზე და ა.შ) და გახსნა კლინიკა დასაქმებულთათვის.[16] ნევილის საქმიანობამ ერთგვარად „აწია“ იგი მამამისის თვალებში. ნევილის და ოსტინის საერთო მეგობარს მან უთხრა, რომ ნევილი ნამდვილად უფრო ჭკვიანია. გარდა ამისა, იგი ამბობდა, რომ მხარს დაუჭერდა [ნევილს], რათა ის პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო.[17]

კუნძულზე ჩემბერლენი მხოლოდ საქმით არ იყო დაკავებული: იგი დაინტერესებული იყო ისტორიით და ბუნებაზე დროის ტარებით. მან არაერთი კვირა დღე დახარჯა ჰაიბარის ბაღებში და სათბურებში მუშაობისას. მას ასევე უყვარდა დიდი და გრძელი სეირნობა სოფელში, აღვივებდა ინტერესს ნადირობის და თევზაობის მიმართ. პოლიტიკური კარიერის მწვერვალზეც კი მას წვლილი შეჰქონდა ამ თემატიკის ჟურნალების სტატიების შექმნაში.[18] 1931 წელს მან განაცხადა: არ შემიძლია დავთანხმდე სიკვდილს, სანამ ისინი არ დააწესებენ თევზაობას „შემდეგ სამყაროში“.[19] ჩემბერლენი ბევრს მოგზაურობდა ევროპაში და ჩრდილოეთ აფრიკაში. 1904–05 წლებში იგი ხუთთვიანი ტურით იყო ინდოეთში, შრი-ლანკაში და მიანმაში. ნევილის ბიოგრაფის, რობერტ სელფის თანახმად, პრემიერ-მინისტრთა შორის იგი ერთ-ერთი ყველაზე „ნამოგზაურები“ იყო.[20]

ჩემბერლენი ასევე ჩართული იყო ბირმინგემის სამოქალაქო ცხოვრებაში.[21] 1906 წელს იგი იყო ბირმინგემის უნივერსიტეტის უნივირსიტეტის სახლის კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებული. კომიტეტის პრეზიდენტი იყო ჩემბერლენის ბიცოლა, მისის ჩარლზ ბილი, უნივერსიტეტის პირველი ვიცე-კანცლერის ცოლი.[22] მოგვიანებით, ნევილი გახდა ბირმინგემის გენერალური საავადმყოფოს „ოფიციალური სტუმარი“, შემდეგ კი მისი დირექტორი. ჩემბერლენს სურდა, რომ საავადმყოფოსთვის უფრო დიდი ფართი გამოეყოთ. ამ საქმეში მან დიდ წარმატებას ვერ მიაღწია — მშენებლობა დაიწყო მხოლოდ 1934 წელს, ხოლო ფულის შეგროვება ჩემბერლენის პრემიერ-მინისტრობის დროსაც მიდიოდა. მან ყურადღება მიაქცია განათლებასაც. ჩემბერლენი აცხადებდა, რომ მტკივნეულად აცნობიერებს თავისი განათლების ნაკლს. ნევილმა თავისი როლი ითამაშა ბირმინგემის უნივერსიტეტის დაარსებაში, რომლის ნაწილიც გახდა მეისონის კოლეჯი.[23] ჯოზეფ ჩემბერლენი უნივერსიტეტის პირველი კანცლერი გახდა, ნევილი კი საბჭოს წევრის, მოგვიანებით კი მმართველთა საბჭოს წევრად დაინიშნა.[24]

მიუხედავად იმისა, რომ ჩემბერლენი თავის თავს პოლიტიკაში არდაინტერესებულ ადამიანად თვლიდა, იგი ღრმად უჭერდა მხარს მამამისის შეხედულებებს, იგი სიტყვით გამოდიოდა ბრიტანეთის ბურების მიმართ გატარებული პოლიტიკის მხარდასაჭერად, ხოლო როდესაც ომი დაიწყო, მან მასაც დაუჭირა მხარი. 1900 წელს, ჰაკის არჩევნების დროს, იგი გამოდიოდა სიტყვით მამამისის ლიბერალ-იუნიონისტების მხარდასაჭერად.[25] 1903 წელს ჩემბერლენს შეუყვარდა როზალინდ სელორი, ლონდონელი პროფესიონალი მომღერალი. მის სანახავად ჩემბერლენი არაერთხელ ჩავიდა ლონდონში. მომდევნო წელს როზალინდამ გააკეთა თავისი არჩევანი, თუმცა, არა ჩემბერლენის სასარგებლოდ. ამის შემდეგ ნევილი თავგზააბნეული დარჩა.[26] 1910 წელს მას შეუყვარდა ენ ჩემბერლენი, შემდეგ წელს ისინი დაქორწინდნენ.[27] ენ ჩემბერლენი იყო ერთგული ცოლი, ქმრის მხარდამჭერი. მან ასევე კარგი ურთიერთობა დაამყარა ნევილის გაუთხოვარ დებთან.[28] ნევილს და ენს ორი შვილი ეყოლათ, რომელთა აღზრდითაც, მიუხედავად პოლიტიკისა, დაკავებული იყო ნევილიც.[27]

1937 წელს, პრემიერ-მინისტრად გახდომის შემდეგ ჩემბერლენმა პატივი სცა თავის ცოლს:

ვერასდროს გავხდებოდი პრემიერ-მინისტრი, ენი რომ არ მყოლოდა დამხმარედ. საქმე მარტო იმაში კი არაა, რომ ის თავსი შარმით სხვებს კარგ განწყობას უქმნიდა და აფიქრებდა, რომ კაცი ასეთი ცოლით ცუდი ადამიანი ვერ იქნება... მაგრამ, გარდა ამ ყველაფრისა, მან დაარბილა და ხელი გადაუსვა ჩემ ბუნებრივ მოუთმენლობას და ანტიპათიას ამასთან დაკავშირებულ თვალთმაქცობაზე. ვიცი, რომ მან აგრეთვე გადამარჩინა სიმტკიცის შთაბეჭდილების შექმნისაგან, რომელიც, სინამდვილეში, მოთხოვნადი არ იყო.[29]

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი (1911–1922)

რედაქტირება

1911 წელს, 42 წლის ასაკში, ჩემბერლენმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო. ეს გამოწვეული იყო ადგილობრივ პოლიტიკაში და მისი წყალობით არსებული სოციალური პირობების გაუმჯობესებაში დაინტერესებით. 1910 წელს, ჩემბერლენი გამოვიდა საპარლამენტო კომიტეტის წინაშე და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ბირმინგემის და მისი გარუებნების გაერთიანებას. კანონპროექტი მიიღეს, რის შედეგადაც ბირმინგემი ფართობით სამჯერ გაიზარდა. აგრეთვე გაიზარდა ქალაქის მოსახლეობაც. ჩემბერლენი ასევე დაინტერესებული იყო ქალაქთმშენებლობით. 1911 წლის ნოემბერში, ლიბერალ-იუნიონისტების პარტიიდან ჩემბერლენი ბირმინგემის საქალაქო საბჭოს წევრი გახდა. შემდეგ წელს ლიბერალ-იუნიონისტები კონსერვატორებთან გაერთიანდნენ, 1925 წელს კი მათ პარტიას კონსერვატორთა და იუნიონისტთა პარტია ეწოდა.

ბირმინგემში

რედაქტირება

1911 წელს, 42 წლის ასაკში, ჩემბერლენმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო. ეს გამოწვეული იყო ადგილობრივ პოლიტიკაში და მისი წყალობით არსებული სოციალური პირობების გაუმჯობესებაში დაინტერესებით. 1910 წელს, ჩემბერლენი გამოვიდა საპარლამენტო კომიტეტის წინაშე და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ბირმინგემის და მისი გარუებნების გაერთიანებას. კანონპროექტი მიიღეს, რის შედეგადაც ბირმინგემი ფართობით სამჯერ გაიზარდა. აგრეთვე გაიზარდა ქალაქის მოსახლეობაც. ჩემბერლენი ასევე დაინტერესებული იყო ქალაქთმშენებლობით. 1911 წლის ნოემბერში, ლიბერალ-იუნიონისტების პარტიიდან ჩემბერლენი ბირმინგემის საქალაქო საბჭოს წევრი გახდა. შემდეგ წელს ლიბერალ-იუნიონისტები კონსერვატორებთან გაერთიანდნენ, 1925 წელს კი მათ პარტიას კონსერვატორთა და იუნიონისტთა პარტია ეწოდა.

საბჭოს წევრად არჩევის შემდეგ ჩემბერლენი ქალაქთმშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. კომიტეტმა შეადგინა ქალაქის და გარეუბნების განვითარების და ამავე დროს მწვანე ადგილების დაცვის გეგმის ოთხი მონახაზი. 1913 წელს, ჩემბერლენი სათავეში ედგა ბირმინგემში საცხოვრებელი პირობების კომიტეტს. ეს კომიტეტი იყო საპარლამენტო არაჯანსაღი რაიონების კომიტეტის (1919–21) წინამორბედი, რომლის თავმჯდომარეც კვლავ ჩემბერლენი გახდა. აღმოჩნდა, რომ ბირმინგემში, დაახლოებით 100 000 საცხოვრებელ ადგილს არ ჰქონდა საპირფარეშო, ხოლო ზოგიერთ სახლში წყალიც კი არ მოდიოდა. პრობლემის მოგვარებისთვის იგი საჭიროდ თვლიდა თანდათანობრივ რეორგანიზაციას და აფრთხილებდა ქლაქის ხელისუფლებას, რომ ამ საქმეში კერძო სექტორის კრახის შემთხვევაში საკუთრება ქალაქის ხელში უნდა გადასულიყო. ჩემბერლენის „მმართველობის ქვეშ“, ბირმინგემი გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც მიიღო ქალაქთმშენებლობის გეგმა. ამგვარი გეგმები, მოგვიანებით, მიიღეს ბრიტანეთის სამრეწველო და უფრო დიდმა ქალაქებმა, როგორებიცაა ლივერპული და ლიდსი. ბირმინგემში ამ გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალა 1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა.

ეროვნული სამსახურის დირექტორობა

რედაქტირება

უკანსკამელთა რიგებში

რედაქტირება

მინისტრობა (1922–1937)

რედაქტირება

ბონარ ლოუს ხელისუფლება

რედაქტირება

ჯანდაცვის მინისტრობა

რედაქტირება

ოპოზიციაში დაბრუნება

რედაქტირება

სახაზინოს კანცლერობა და შესაძლო მემკვიდრე

რედაქტირება

შეფასება

რედაქტირება

საპარლამენტო არჩევნების შედეგები

რედაქტირება
1918 წლის საყოველთაო არჩევნები: ბირმინგემის ლადივუდი (ახალი)[30]
პარტია კანდიდატი ხმები % ±
კონსერვატიული ნევილ ჩემბერლენი 9,405 69,5
ლეიბორისტული ჯ. კნიშაუ 2,572 19,0
ლიბერალები მ. ეშბი 1,552 11,5
მაჟორიტარული 6,833 50,5
ამომრჩეველი სულ: 13,529 40,6
1922 წლის საყოველთაო არჩევნები:ბირმინგემის ლადივუდი
პარტია კანდიდატი ხმები % ±
კონსერვატიული ნევილ ჩემბერლენი 13,032 55,2 -14,3
ლეიბორისტული რ. დანსტანი 10,589 44,8 25,8
მაჟორიტარული 2,443 10,4 -40,1
ამომრჩეველი სულ: 23,621 71,1 +30,5
1923 წლის საყოველთაო არჩევნები: ბირმინგემის ლადივუდი
პარტია კანდიდატი ხმები % ±
ნევილ ჩემბერლენი 12,884 53,2 -2,0
ლეიბორისტული რ. დანსტანი 11,330 46,8 2,0
მაჟორიტარული 1,554 6,4 -4,0
ამომრჩეველი სულ: 24,214 72,0 +0,9
1924 წლის საყოველთაო არჩევნები: ბირმინგემის ლადივუდი
პარტია კანდიდატი ხმები % ±
ნევილ ჩემბერლენი 13,374 49,1 -4,1
ლეიბორისტული ოსვალდ მოსლი 13,297 48,9 2,1
ლიბერალები ა. ბოუკეტი 539 2,0 2,0
მაჟორიტარული 77 0,2 -3,8
ამომრჩეველი სულ: 27,200 80,5 +8,5
1929 წლის საყოველთაო არჩევნები: ბირმინგემის ეჯბასტონი[31]
პარტია კანდიდატი ხმები % ±
კონსერვატიული ნევილ ჩემბერლენი 23,350 63,7 -12,9
ლეიბორისტული ვ. კეიპლი 8,590 23,4 0,0
ლიბერალები ფ. იანგი 4,720 12,9 12,9
მაჟორიტარული 14,760 40,3 -12,9
ამომრჩეველი სულ: 36,166 70,0 +5,1
1931 წლის საყოველთაო არჩევნები: ბირმინგემის ეჯბასტონი
პარტია კანდიდატი ხმები % ±
კონსერვატიული ნევილ ჩემბერლენი 33,085 86,5 22,8
ლეიბორისტული ვ. ბლეილოკი 5,157 13,5 -9,9
მაჟორიტარული 27,928 73,0 -40,1
ამომრჩეველი სულ: 38,242 70,9 +0,9
1935 წლის საყოველთაო არჩევნები: ბირმინგემის ეჯბასტონი
პარტია კანდიდატი ხმები % ±
კონსერვატიული ნევილ ჩემბერლენი 28,243 81,6 -4,9
ლეიბორისტული ჯ. ედშიდი 6,381 18,4 4,9
მაჟორიტარული 21,862 63,2 -9,8
ამომრჩეველი სულ: 34,624 62,4 +8,5


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Unitarian Association, Midland. ""Neville (and his half-brother (Sir) Austen) were members of the Birmingham Unitarian New Meeting Church".". Midland Unitarian Association. Birmingham New Meeting Church. Retrieved June 6, 2014.
  2. Crozier 2004–09.
  3. Macklin 2006, p. 11.
  4. Smart 2010, p. 1.
  5. Smart 2010, p. 2.
  6. 6.0 6.1 Smart 2010, pp. 2–3.
  7. 7.0 7.1 7.2 Self 2006, p. 21.
  8. Smart 2010, pp. 5–6.
  9. Smart 2010, pp. 6–8.
  10. Self 2006, p. 22.
  11. Dutton 2001, p. 9.
  12. Smart 2010, p. 26.
  13. Smart 2010, pp. 26–28.
  14. Smart 2010, pp. 29–30.
  15. Smart 2010, pp. 33–34.
  16. Self 2006, pp. 27–28.
  17. Dutton 2001, pp. 9–10.
  18. Self 2006, pp. 28–29.
  19. Self 2006, p. 29.
  20. Self 2006, p. 30.
  21. Self 2006, p. 31.
  22. Archives, National. National Archives – letters from Neville Chamberlain re – building of University House. UH/1/25 No date. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-08. ციტირების თარიღი: 2017-02-14.
  23. Self 2006, pp. 31–32.
  24. Smart 2010, p. 38.
  25. Smart 2010, p. 39.
  26. Smart 2010, pp. 39–40.
  27. 27.0 27.1 Self 2006, pp. 33–35.
  28. Smart 2010, p. 49.
  29. Self 2006, p. 37.
  30. კრეიგი 1977, p. 87.
  31. კრეიგი 1977, p. 83.