ნახევარტბა
ტბა საქართველოსა (კახეთი) და რუსეთში
ნახევარტბა, ბაშლეხელი — ტბა საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს საზღვარს საქართველოსა და რუსეთს შორის. მდებარეობს კახეთის კავკასიონის თხემზე, ზღვის დონიდან 2713 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², საშუალო სიღრმე 6,0 მ, მაქსიმალური სიღრმე 12,8 მ. ტბის ქვაბული მყინვარული წარმოშობისაა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. სამხრეთ ნაპირიდან გაედინება მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი შრომისხევი. ტბის წყალი სუფთაა და გამჭვირვალე.[2]
ნახევარტბა | |
---|---|
კოორდინატები: 41°56′33″ ჩ. გ. 46°20′46″ ა. გ. / 41.94250° ჩ. გ. 46.34611° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო, რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე), დაღესტანი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2713 მ |
ფართობი | 0,02 კმ² |
საშუალო სიღრმე | 6,0 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 12,8 მ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 126.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 347.