ნაწიდრისწვერი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, კახეთის მხარესა და დაღესტანში
ნაწიდრისწვერი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ორწყლის მარცხენა შენაკადის — საბაკუნისხევის სათავეში, საქართველოსა და რუსეთის დაღესტნის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3102 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, ქარაფოვანი, ჩრდილოეთი და დასავლეთი კალთები — დამრეცი. ნაწიდრისწვერი შემოსილია ალპური მდელოებით.
ნაწიდრისწვერი | |
---|---|
კოორდინატები: 42°12′31″ ჩ. გ. 45°36′28″ ა. გ. / 42.20861° ჩ. გ. 45.60778° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე დაღესტანი |
სიმაღლე | 3102 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 343.