ნაფი ჯუსოითი
ნაფი გრიგოლის ძე ჯუსოითი (დ. 27 თებერვალი, 1925, სოფ. ნოგყაუ, ახლანდ. ჯავის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ივნისი, 2017, ვლადიკავკაზი) — საბჭოთა ეპოქის ოსი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968). კოსტა ხეთაგუროვის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979; მოთხრობების კრებული „ადამიანის სიცოცხლე“, 1976). სკკპ წევრი 1945-იდან. პირველი ლექსი 1945, ლექსების პირველი კრებული 1949 გამოაქვეყნა. ავტორია ლექსთა კრებულებისა „სიტყვა გულისა“ (1953), „ლირიკა“ (1955), „მე დავიბადე მთებში“ (1960) და სხვ.; მოთხრობებისა და რომანებისა „წინაპართა სისხლი“ (1969), „სირდონის ცრემლები“ (1979) და სხვ. ლიტერატურული-კრიტიკული სტატიების წიგნისა „სიტყვის ყელოვნებისათვის“ (1966), მონოგრაფიული წიგნებისა ოსური ლიტერატურის კლასიკოსებზე; თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, ტარას შევჩენკოს, ლევ ტოლსტოის, ანტონ ჩეხოვის, ილია ჭავჭავაძის და სხვათა ნაწარმოებები.
ნაფი ჯუსოითი | |
---|---|
ოს. Нафи Джусойты | |
დაბადების თარიღი | 27 თებერვალი, 1925[1] |
დაბადების ადგილი | ნოგყაუ |
გარდაცვალების თარიღი | 26 ივნისი, 2017 (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვლადიკავკაზი |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთი |
ალმა-მატერი | ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი, პუშკინის მედალი, Uatsamonga Order და ორდენი „პატივი და დიდება“ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 580.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Джусойты Нафи Григорьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.