ნატახტრის აეროდრომი

ნატახტრის აეროდრომი, ხშირად ნატახტრის აეროპორტი — ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატახტარში. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 948 მეტრს შეადგენს, სიგანე — 18 მ-ს. აეროდრომი თბილისიდან — 32 კმ-ის, მცხეთიდან — 13 კმ-ის, ხოლო გორიდან 62 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

ნატახტრის აეროდრომი
IATA-ს კოდი: არ აქვსICAO-ს კოდი:
ნატახტრის აეროდრომი — საქართველო
ნატახტრის აეროდრომი
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო
მფლობელი შპს "სერვისეირი"[1]
ემსახურება ქართლი, თბილისი
ადგილმდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
კოორდინატები 41°55′16″ ჩ. გ. 44°43′05″ ა. გ. / 41.921222° ჩ. გ. 44.718139° ა. გ. / 41.921222; 44.718139 (ნატახტრის აეროდრომი)
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
10/28 948 მ × 18 მ ცემენტო-ბეტონი

აეროდრომი 30-50 მგზავრიან თვითმფრინავებს ემსახურება. ნატახტრის აეროდრომიდან სრულდება ფრენები ბათუმის, ქუთაისის, მესტიისა[2] და ამბროლაურის მიმართულებით[3].

  1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-07. ციტირების თარიღი: 2017-01-22.
  2. Vanilla Sky-ის ფრენების განრიგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-16. ციტირების თარიღი: 2017-01-22.
  3. Vanilla Sky-ის ახალი მიმართულებები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-04. ციტირების თარიღი: 2017-01-22.