ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნატაშა ვეზმარი (ხორ. Nataša Vezmar, დ. 24 ოქტომბერი, 1976, ბელოვარი) — ხორვატი ტაეკვონდოსტი, ასპარეზობდა მძიმე წონაში (70-დან და 72 კგ-მდე). ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაეკვონდოსტი ხორვატიაში, მან მოიპოვა სამი ევროპის ჩემპიონის ტიტული 72 კგ კატეგორიაში, ის ორჯერ გახდა ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი: ვერცხლის მედალი და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა 1997 წელს, ხოლო მესამე ადგილი და ბრინჯაო — 2003 წელს, ასევე იასპარეზა 2000 და 2004 წლის ოლიმპიადებში.[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნატაშა ვეზმარი კლუბ "მეტალაჩის" (ზაგრები) სკოლის მოსწავლეა, მისი მწვრთნელია ცნობილი ტაიკვანდოისტი ივიცა კლაიჩი.[1] 1994 წელს ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 70 კგ კატეგორიაში, ეს იყო მისი პირველი ჯილდო და შემდგომი წარმატებების დასაწყისი. 1997 წელს კი მან იმავე კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აიღო ჰონგ-კონგში მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო 1998 წელს ეინდჰოვენში ევროპის ჩემპიონატზე 72 კგ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. 1993 წლის 23 სექტემბერს სიდნეიმ მოიპოვა ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება, სწორედ სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე მან 67 კგ კატეგორიაში იასპარეზა, სადაც მეორე ნომრად იყო განთესილი. ნატაშა ვეზმარმა პირველ წრეში ესპანელი ირეან რუისი 7:4 დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში რუს ნატალია ივანოვასთან დამარცხდა. დამამშვიდებელ ტურნირში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მან მაროკოელი სპორტსმენი მუნია ბურგიგი 4:1 დაამარცხა. კანადელ დომინიკ ბოშარტთან მესამე საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში, ორი ტურის შემდეგ, ანგარიშით 4:4, საბოლოოდ მარცხი განიცადა 11:8 და ფაქტიურად მედლის გარეშე დარჩა.[2][3][4]

2000 წელს ნატაშა ვეზმარი 72 კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა საბერძნეთის ქალაქ პატრაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. 2002 წელს ნატაშა ვეზმარმა მოიგო თურქეთში, სამსუნში გამართული ევროპის ჩემპიონატი იმავე კატეგორიაში, ხოლო ერთი წლის შემდეგ მან აიღო ვერცხლის მედალი გარმიშ-პარტენკირხენში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალში დამარცხდა კორეელ სპორტსმენ იუნ ჰიუნ-ჯუნთან.[5] 2004 წელს მან მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული ლილეჰამერში იმავე კატეგორიაში 72 კგ-დან. 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა, ნატაშა ოლიმპიადაზე გაემგზავრა 67 კგ-დან კატეგორიაში. მან ბაქოში გაიარა საკვალიფიკაციო ტურნირი და ფინალში დაამარცხა ბრიტანელი სპორტსმენი სარა სტივენსონი.[6] ნატაშა ვეზმარი ავტომატურად გავიდა მეოთხედფინალში, მაგრამ სენსაციური მარცხი განიცადა 16 წლის იორდანიელ ტაეკვონდისტ ნადინ დავანისთან 4:5,[7][8] ხოლო იორდანელთან მარცხის შემდეგ ნახევარფინალში ფრანგ მირიამ ბავერელთან, ბრინჯაოს მედლის შანსიც კი დაკარგა.[9]

  1. 1.0 1.1 „Zlatna Nataša Vezmar“ [Nataša Vezmar wins gold] (ხორვატული). Večernji list. 2002-09-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-01-09.
  2. Sydney 2000: Taekwondo – Women's Heavyweight (+67kg) (PDF). Sydney 2000 გვ. 62–66. LA84 Foundation. ციტირების თარიღი: 2014-11-23.
  3. „Dominique Bosshart kicks to bronze in taekwondo“. CBC Sports. 2000-09-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-26. ციტირების თარიღი: 2014-12-26.
  4. „Umjesto na postolju, u kutu u suzama“ [Failing to stand on the podium puts the athlete to tears] (ხორვატული). Internet Monitor. 2000-10-01. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-10. ციტირების თარიღი: 2015-01-09.
  5. „Srebro za Vezmar, bronca za Kuzmanovića“ [Silver for Vezmar, bronze for Kuzmanović] (ხორვატული). Index.hr. 2003-09-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-26. ციტირების თარიღი: 2015-01-09.
  6. „Srebro za Vezmar, bronca za Kuzmanovića“ [Silver for Vezmar, bronze for Kuzmanović] (ხორვატული). Index.hr. 2003-09-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-26. ციტირების თარიღი: 2015-01-09.
  7. „Blazer glory takes on Olympics sound and fury“. Independent Online (South Africa). 2004-08-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-01-09.
  8. „Nataša Vezmar već u četvrtfinalu taekwondo turnira“ [Nataša Vezmar moves on to the quarterfinals of the taekwondo tournament] (ხორვატული). Sportnet.hr. 2004-08-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-01-09.
  9. Taekwondo – Women's Heavyweight (+67kg/+148lbs) Quarterfinals. Athens 2004. BBC Sport (2004-08-12). ციტირების თარიღი: 2013-09-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნატაშა_ვეზმარი“-დან