პატრა (ბერძ. Πάτρα) — ქალაქი საბერძნეთში. მდებარეობს პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ უკიდურეს ნაწილში. ქალაქი არის აქაიის ნომის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 260 308 კაცი (2011).

ქალაქი
პატრა
Πάτρα

პატრას ხედი ციხესიმაგრიდან
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
პერიფერია დასავლეთი საბერძნეთი
ნომი აქაია
კოორდინატები 38°15′00″ ჩ. გ. 21°44′00″ ა. გ. / 38.25000° ჩ. გ. 21.73333° ა. გ. / 38.25000; 21.73333
მმართველი Konstantinos Peletidis
ფართობი 738,9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 260 308 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 640 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 261
საფოსტო ინდექსი 26x xx
საავტომობილო კოდი ΑΧ,AZ
ოფიციალური საიტი e-patras.gr
პატრა — საბერძნეთი
პატრა

ქალაქი დააარსეს აქაველებმა ძვ. წ. VI საუკუნეში, მას შემდეგ რაც დორიელები განდევნეს პელოპონესის უდიდესი ნაწილიდან. რომაულ პერიოდში ქალაქმა განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია და გახდა ხმელთაშუა ზღვის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი. III საუკუნის დასასრულს იწყება ქალაქის მნიშვნელობის დაცემა, სავარაუდოდ დამანგრეველი მიწისძვრის გამო.

IX საუკუნის შუა წლებიდან ქალაქი კვლავ აღმავლობას განიცდის. 1205 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად იგი გადავიდა აქაიის სამთავროს, ხოლო XIV საუკუნის შუა ხანებიდან მორეის დესპოტატის მმართველობაში. 1387 წელს ქალაქი დაიპყრეს ჰოსპიტალიერებმა.

1408-1430 წწ. პატრა ვენეციელების ხელშია. 1458 წელს კი დიპყრეს ოსმალებმა. 1687-1715 წლებში კვლავ ვენეციის სამფლობელოა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი იტალიისა და გერმანიის ძალებმა დაიკავეს.

გაზაფხულობით ქალაქში იმართება პატრის ფესტივალი, 2006 წელს ქალაქი ევროპის კულტურული დედაქალაქი იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება