ნანა ჯანაშია
ნანა ჯანაშია (დ. 25 ივნისი, 1972, თბილისი — გ. 17 აგვისტო, 2023, ლას-გალერასი) — ქართველი ბიოლოგი, პედაგოგი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დამაარსებელი (1998) და აღმასრულებელი დირექტორი გარდაცვალებამდე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ეკოლოგიის კათედრა.
1997 წლიდან მუშაობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის პოლიტიკისა და მეცნიერების დეპარტამენტში. 1993 წლიდან — თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ეკოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი. 1997 წლიდან Caucasus Trevel LTD-ს კონსულტანტი გარემოსდაცვით საკითხებში. 1994 წლიდან „ველური ბუნების შენარჩუნების ქართული ცენტრის“ მდგრადი განვითარების პროგრამის კოორდინატორია. 1998 წლიდან იყო Acta Consultants Georgia-ს მენეჯერი.
1998 წელს დააფუძნა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და სიცოცხლის ბოლომდე იყო მისი აღმასრულებელი დირექტორი. ამ 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში.[1]
დაიცვა მანჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი თემაზე: „ეკოტურიზმი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ (1997). გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები: „ეკოტურიზმი საქართველოში: მნიშვნელობა და პერსპექტივები“ (1998), „ახალი ამბები საქართველოდან“ (ლონდონი, 1998), „მდგრადი ტურიზმის განვითარება საქართველოში“ (1998), „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემა“ (1998).
დაიღუპა ლას-გალერასში (დომინიკელთა რესპუბლიკა) დასვენების დროს, მეხის დაცემის შედეგად.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. 1998–1999, გვ. 428
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „გარდაიცვალა ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი“. რადიო თავისუფლება. 19 აგვისტო, 2023. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)