ნამკოდრის ქედი, ნაშკოდრის ქედი, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის განშტოება, მდინარეების ტვიბერისა და წანერის აუზების წყალგამყოფი. იწყება ტიხტენგენის მწვერვალთან და მთავრდება მდინარეების ტვიბერისა და წანერის შესაყართან. ქედის უმაღლესი ადგილის სიმაღლე 3911 . აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური ასაკის კრისტალური ფიქლებით, იურული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. ქედის კალთებზე ჩამოყალიბებულია შერეული ტყეების, სუბალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური სიმაღლებრივი ლანდშაფტური ზონები.

ლიტერატურა რედაქტირება