ნაკიანი
სოფელი საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
ნაკიანი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლეახალე, ლექარჩე, ნაკიანი). საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა თხების სანაშენე საბჭოთა მეურნეობა.
სოფელი | |
---|---|
ნაკიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
თემი | ნაკიანი |
კოორდინატები | 42°31′07″ ჩ. გ. 42°11′44″ ა. გ. / 42.51861° ჩ. გ. 42.19556° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 280 მ |
მოსახლეობა | 182[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარეებს ზანასა და ოჩხომურს შორის მდებარე ვაკეზე, ზღვის დონიდან 280, ჩხოროწყუდან 10 კმ. სოფელს დასავლეთით ესაზღვრება გარახა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ახუთი, ჩრდილო დასავლეთით — ლექარჩე და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მარტვილის მუნიციპალიტეტი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 182 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 179 | 90 | 89 |
2014[1] | 182 | 95 | 87 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 303.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II