ახუთი
ახუთი[2] — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს დაბა ჩხოროწყუს აღმოსავლეთით, ზანასა და ოწყარიეს ხეობაში. მას ესაზღვრება სოფლები: ნოღა და ფოცხო, ასევე ქვედა ჩხოროწყუ, დაბა ჩხოროწყუ და ნაკიანი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[3]
სოფელი | |||
---|---|---|---|
ახუთი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ახუთი | ||
კოორდინატები | 42°28′03″ ჩ. გ. 42°10′11″ ა. გ. / 42.46750° ჩ. გ. 42.16972° ა. გ. | ||
მოსახლეობა | 849[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 849 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 1196 | 616 | 580 |
2014[1] | 849 | 419 | 430 |
ღირსშესანიშნაობებირედაქტირება
სოფელში შემორჩენილია რამდენიმე ისტორიული ეკლესია: „დოხოროე", მაცხოვრის სახელობის ეკლესია „ლეგერსამე" და „გოგოლეთის საკაციო". აგრეთვე შემორჩენილია ციხის ნანგრევი „სალიპარტიო". სოფელში ასევე არის ხალხური არქიტექტურის ძეგლები.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 21, თბ., 1987.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II