ნათიფურე

მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ნათიფურემთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარე ხობისწყლის მარჯვენა შენაკადის — გომარდისწყლის აუზში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2203 მ. აგებულია ბაიოსის პორფირიტებით და მათი ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. მთის კალთები ზევით შემოსილია სუბალპური მდელოებით, ქვევით — ფართოფოთლოვანი ტყით.

ნათიფურე
კოორდინატები: 42°43′14″ ჩ. გ. 42°16′29″ ა. გ. / 42.72056° ჩ. გ. 42.27472° ა. გ. / 42.72056; 42.27472
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2203 
ქედი ეგრისის ქედი
ამგებელი ქანები პორფირიტი და მისი ტუფი, ტუფ-ბრექჩია, ტუფ-ქვიშაქვა, თიხა და ქვიშაქვა
ნათიფურე — საქართველო
ნათიფურე
ნათიფურე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ნათიფურე

ლიტერატურა

რედაქტირება