ნაზარეთის ხარების ეკლესია

ნაზარეთის ხარების ეკლესია (ებრ. כנסיית גבריאל הקדוש, არაბ. كنيسة البشارة للروم الأرثوذكس) — მართლმადიდებლური ეკლესია ნაზარეთში, ისრაელი.

ნაზარეთის ხარების ეკლესია
ნაზარეთის ხარების ეკლესია — ისრაელი
ნაზარეთის ხარების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 32°42′25″ ჩ. გ. 35°18′05″ ა. გ. / 32.70694° ჩ. გ. 35.30139° ა. გ. / 32.70694; 35.30139
რელიგიური კუთვნილება იერუსალიმის მართლმადივებელი ეკლესია
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1750

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება: „გიხაროდეს, მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეულ ხარ დედათა შორის“ (ლუკა 1:28)

ღვთისმშობლის ხარება აღწერიალია ლუკას სახარებაში:

ვიკიციტატა
„შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის. ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა.[1]

პირველი ტაძარი ამ ადგილზე ააგეს IV საუკუნეში იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობის პერიოდში. იერონიმე სტრიდონელის გადმოცემით პალესტინაში, ნაზარეთში, მის სიცოცხლეში მოქმედებდა ორი ხარების ეკლესია. ერთი გაბრიელის მიერ ხარების ადგილზე, ხოლო მეორე წმინდა ოჯახის ტერიტორიაზე. ამასვე გვეუბნება VIII საუკუნის ისტორიკოსი ბედა ღირსი.

XIII საუკუნეში სულთანმა ბეიბარს I-მა ქალაქის ყველა ტაძარი გაანადგურა. თანამედროვე ეკლესია კი ააშენეს 1750 წელს. მის მშენებლობაში გამოიყენეს ძველი ნაგებობის ნაშთები.

დღეისათვის ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ხარების ეკლესია არის ქალაქის ადგილობრივი ქრისტიანი არაბების სამრევლო ეკლესია. მიეკუთვება იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაზარეთის მიტროპოლიას[2].

ქართული წარწერები

რედაქტირება

1955-1960 წლებში არქეოლოგ ბელარმინო ბაგატის ხელმძღვანელობით ნაზარეთში, ხარების ტრადიციულ ადგილას წარმოებულმა გათხრებმა გამოავლინა კედლის წარწერები, რომელთაგან რამდენიმე ქართული აღმოჩნდა. ისინი არქეოლოგიური მეთოდით დათარიღდა არაუგვიანეს 427 წლით.

ისტორიული წყაროების მოშველიებით დადგინდა, რომ ქართული წარწერები ნაზარეთის ხარების ეკლესიის ინტერიერში შეიძლებოდა გაჩენლიყო 330-427 წლებში. მათ იკვლევდა ქართველი მეცნიერი ზაზა ალექსიძე[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ტრადიციული კულტურის ისტორია, თბ., 2017
  • Россия в Святой Земле. Документы и материалы. Том 1. Москва. Изд. «Международные отношения». 2000 г. ISBN 5-7133-1063-9 (т.1)
  • Н. Н. Лисовой. Приди и виждь. Свидетельства Бога на Земле. Информационное агентство Русской Православной Церкви. Москва 2000. ISBN 5-900349-04-7
  • Архимандрит Августин. Святая Земля. Издание Русской Духовной Миссии в Иерусалиме. 2011. ISBN 978-5-904566-01-2
  • Профессор |А. А. Дмитриевский. Церковные торжества на православном востоке в дни великих праздников. Издание Императорского Православного Палестинского Общества. С.-Петербург. Типография В. Киршбаума. 1909 г.
  • Юрий Полторак. Назарет и окрестности. Кафр-Кана, гора Фавор, Наин, Циппори. — Издательство Евгения Озерова, 2013. — 272 с. — ISBN 9789659215607

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ახალი აღთქმა, ლუკას სახარება 1:28-33
  2. Официальный сайт Иерусалимской Православной Церкви
  3. ქართული ტრადიციული კულტურის ისტორია, თბ., 2017, გვ., 68