ზაზა ალექსიძე
ზაზა ალექსიძე (დ. 18 ოქტომბერი, 1935 ― გ. 24 იანვარი, 2023) — ქართველი ისტორიკოსი, ფილოლოგი, არმენოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ღირსების ორდენის კავალერი.
ზაზა ალექსიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 ოქტომბერი, 1935 |
დაბ. ადგილი | თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 24 იანვარი, 2023 (87 წლის) |
დასაფლავებულია | საბურთალოს პანთეონი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | არმენოლოგი და ისტორიკოსი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1958–1968 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1968–1979 წლებში იყო ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მოგვიანებით, 1979–2006 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე.
1989–2006 წლებში მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორად. 2006 წლიდან იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი. 2002–2004 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი. 2002–2004 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – „ეპისტოლეთა წიგნი“, დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – „ადრეული შუასაუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები“, დაიცვა 1984 წელს.
ფლობდა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და სომხურ ენებს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, ენა და მწერლობა = Caucasian Albanian Script, Language and Literature : აღმოჩენა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში, თბ., 2003, ISBN 99940-755-1-9
- ალბანური მწერლობის ძეგლი სინას მთაზე და მისი მნიშვნელობა კავკასიოლოგიისათვის, თბ., ლოგოსი, 1998
- ატენის სიონის ოთხი წარწერა, თბ., საბჭოთა საქართველო, 1983.
- ატენის სიონის სომხური წარწერები, თბ., მეცნიერება, 1978