მარტინა ნავრატილოვა

(გადამისამართდა გვერდიდან ნავრატილოვა, მარტინა)

მარტინა ნავრატილოვა (ჩეხ. Martina Navrátilová; დ. 18 ოქტომბერი, 1956, პრაღა, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხოსლოვაკი და მოგვიანებით ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4]. 1975 წლიდან გამოდიოდა აშშ-ის სახელით მას შემდეგ, რაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

მარტინა ნავრატილოვა

ნავრატილოვა 2006 წელს
ქვეყანა (სპორტი) ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია (1973–1975)
აშშ-ის დროშა აშშ (1975–2006)
საცხოვრებელი ადგილი მაიამი, ფლორიდა, აშშ
დაიბადა 18 ოქტომბერი, 1956 (1956-10-18) (68 წლის)
პრაღა, ჩეხოსლოვაკია
სიმაღლე 173 სმ.
პროფესიონალი 1975
კარიერა დაასრულა 1994 (ერთეულები)
2006 (წყვილები)
თამაში მემარცხენე
მწვრთნელ(ებ)ი მიროსლავ ნავრატილი
ჯორჯ პარმა
ვერა სუკოვა
რენე რიჩარდსი (1981–1983)
მაიკ ესტეპი (1983–1986)
კრეიგ კარდონი (1988–1994)
ფულადი პრიზი 21,626,089 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2000 (წევრის გვერდი)
ოფიციალური საიტი martinanavratilova.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 1442–219 (86.8%)
ტიტულები კარიერაში 167
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (10 ივლისი, 1978)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1981, 1983, 1985)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1982, 1984)
უიმბლდონი გამარჯვება (1978, 1979, 1982, 1983, 1984, 1985, 1986, 1987, 1990)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1983, 1984, 1986, 1987)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1978, 1979, 1981, 1983, 1984, 1985, 1986 მარტი, 1986 ნოემბერი)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 747–143 (83.9%)
ტიტულები კარიერაში 177
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (10 სექტემბერი, 1984)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1980, 1982, 1983, 1984, 1985, 1987, 1988, 1989)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1975, 1982, 1984, 1985, 1986, 1987, 1988)
უიმბლდონი გამარჯვება (1976, 1979, 1981, 1982, 1983, 1984, 1986)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1977, 1978, 1980, 1983, 1984, 1986, 1987, 1989, 1990)
წყვილთა სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1977, 1978, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1985, 1986 ნოემბერი, 1987, 1988, 1989, 1991)
ოლიმპიური თამაშები მეოთხედფინალი (2004)
შერეული წყვილები
ტიტულები კარიერაში 15
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2003)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1974, 1985)
უიმბლდონი გამარჯვება (1985, 1993, 1995, 2003)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1985, 1987, 2006)
გუნდური შეჯიბრები
ფედერაციის თასი გამარჯვება (1975, 1982, 1986, 1989)
ბოლოს განახლდა: 14 მარტი, 2018.

ნავრატილოვას ერთეულებში 18 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – რეკორდული 9 უიმბლდონი, 4 აშშ-ის ღია პირველობა, 3 ავსტრალიის ღია პირველობა და 2 საფრანგეთის ღია პირველობა. იგი ზედიზედ 9 წლის განმავლობაში გადიოდა უიმბლდონის ფინალში და ზედიზედ 6-ში გაიმარჯვა. მან მოიგო რეკორდული 8 წლის შემაჯამებელი ტურნირი. 1982–86 წლებში, ნავრატილოვამ 442-დან 428 მატჩი მოიგო, 1983 წელი კი დაასრულა შედეგით 86–1. ჯამში მას WTA-ის 167 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული, რაც რეკორდია. იგი 332 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს.

წყვილებში ნავრატილოვას რეკორდული 31 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, აქედან 9 აშშ-ის ღია პირველობა, 8 ავსტრალიის ღია პირველობა, 7 საფრანგეთის ღია პირველობა და 7 უიმბლდონი. მან 13 წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ჯამში ნავრატილოვამ 177 წყვილთა ტურნირი მოიგო, რაც ასევე საუკეთესო შედეგია. ტიტულების დიდი ნაწილი (177-დან 79) მან ამერიკელ პემ შრაივერთან ერთად მოიგო. წყვილთა რეიტინგში იგი ყველაზე დიდხანს – 237 კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს.

შერეულ წყვილებში ნავრატილოვამ 10 დიდი სლემის ტურნირი მოიგო – 4 უიმბლდონი, 3 აშშ-ის ღია პირველობა, 2 საფრანგეთის ღია პირველობა და 1 ავსტრალიის ღია პირველობა. ჯამში მან WTA-ის 15 ტურნირი მოიგო შერეულ წყვილებში. ნავრატილოვა მარგარეტ კორტთან და დორის ჰარტთან ერთად ერთადერთია, ვინც ყველა დიდი სლემის ტურნირი მოიგო ერთეულებშიც, წყვილებშიც და შერეულ წყვილებშიც.

ჯამში ნავრატილოვას ერთეულებში, წყვილებში და შერეულ წყვილებში 59 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. მან ერთეულთა თანრიგში უკანასკნელი მატჩი 1994 წელს ჩაატარა, თუმცა წყვილებში და შერეულ წყვილებში 2006 წლამდე იასპარეზა. სანაკრებო დონეზე, ნავრატილოვამ ერთხელ ჩეხოსლოვაკიის და სამჯერ აშშ-ის ნაკრებთან ერთად მოიგო ფედერაციის თასი. 2000 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები

რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები

რედაქტირება

ერთეულები: 32 (18–14)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 1975 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი   ივონ გულაგონგ კოული 3–6, 2–6
მარცხი 1975 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   კრის ევერტი 6–2, 2–6, 1–6
გამარჯვება 1978 უიმბლდონი (1) ბალახი   კრის ევერტი 2–6, 6–4, 7–5
გამარჯვება 1979 უიმბლდონი (2) ბალახი   კრის ევერტი 6–4, 6–4
მარცხი 1981 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   ტრეისი ოსტინი 6–1, 6–7(4–7), 6–7(1–7)
გამარჯვება 1981 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ბალახი   კრის ევერტი 6–7(4–7), 6–4, 7–5
გამარჯვება 1982 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   ანდრეა ჯეგერი 7–6(8–6), 6–1
გამარჯვება 1982 უიმბლდონი (3) ბალახი   კრის ევერტი 6–1, 3–6, 6–2
მარცხი 1982 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი   კრის ევერტი 3–6, 6–2, 3–6
გამარჯვება 1983 უიმბლდონი (4) ბალახი   ანდრეა ჯეგერი 6–0, 6–3
გამარჯვება 1983 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი   კრის ევერტი 6–1, 6–3
გამარჯვება 1983 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ბალახი   კეტი ჯორდანი 6–2, 7–6(7–5)
გამარჯვება 1984 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა   კრის ევერტი 6–3, 6–1
გამარჯვება 1984 უიმბლდონი (5) ბალახი   კრის ევერტი 7–6(7–5), 6–2
გამარჯვება 1984 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი   კრის ევერტი 4–6, 6–4, 6–4
მარცხი 1985 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   კრის ევერტი 3–6, 7–6(7–4), 5–7
გამარჯვება 1985 უიმბლდონი (6) ბალახი   კრის ევერტი 4–6, 6–3, 6–2
მარცხი 1985 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   ჰანა მანდლიკოვა 6–7(3–7), 6–1, 6–7(2–7)
გამარჯვება 1985 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ბალახი   კრის ევერტი 6–2, 4–6, 6–2
მარცხი 1986 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   კრის ევერტი 6–2, 3–6, 3–6
გამარჯვება 1986 უიმბლდონი (7) ბალახი   ჰანა მანდლიკოვა 7–6(7–1), 6–3
გამარჯვება 1986 აშშ-ის ღია პირველობა (3) ჰარდი   ჰელენა სუკოვა 6–3, 6–2
მარცხი 1987 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი   ჰანა მანდლიკოვა 5–7, 6–7(1–7)
მარცხი 1987 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   შტეფი გრაფი 4–6, 6–4, 6–8
გამარჯვება 1987 უიმბლდონი (8) ბალახი   შტეფი გრაფი 7–5, 6–3
გამარჯვება 1987 აშშ-ის ღია პირველობა (4) ჰარდი   შტეფი გრაფი 7–6(7–4), 6–1
მარცხი 1988 უიმბლდონი ბალახი   შტეფი გრაფი 7–5, 2–6, 1–6
მარცხი 1989 უიმბლდონი ბალახი   შტეფი გრაფი 2–6, 7–6(7–1), 1–6
მარცხი 1989 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   შტეფი გრაფი 6–3, 5–7, 1–6
გამარჯვება 1990 უიმბლდონი (9) ბალახი   ზინა გარისონი 6–4, 6–1
მარცხი 1991 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   მონიკა სელეში 6–7(1–7), 1–6
მარცხი 1994 უიმბლდონი ბალახი   კონჩიტა მარტინესი 4–6, 6–3, 3–6

წყვილები: 37 (31–6)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1975 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   კრის ევერტი   ჯული ენტონი
  ოლგა მოროზოვა
6–3, 6–2
გამარჯვება 1976 უიმბლდონი (1) ბალახი   კრის ევერტი   ბილი ჯინ კინგი
  ბეტი სტოვე
6–1, 3–6, 7–5
მარცხი 1977 უიმბლდონი ბალახი   ბეტი სტოვე   ჰელენ გურლი
  ჯოან რასელი
3–6, 3–6
გამარჯვება 1977 აშშ-ის ღია პირველობა (1) თიხა   ბეტი სტოვე   რენე რიჩარდსი
  ბეტი ენ გრაბ სტიუარტი
6–1, 7–6
გამარჯვება 1978 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი   ბილი ჯინ კინგი   კერი მელვილ რიდი
  ვენდი ტორნბული
7–6, 6–4
გამარჯვება 1979 უიმბლდონი (2) ბალახი   ბილი ჯინ კინგი   ბეტი სტოვე
  ვენდი ტორნბული
5–7, 6–3, 6–2
მარცხი 1979 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   ბილი ჯინ კინგი   ბეტი სტოვე
  ვენდი ტორნბული
5–7, 3–6
გამარჯვება 1980 აშშ-ის ღია პირველობა (3) ჰარდი   ბილი ჯინ კინგი   პემ შრაივერი
  ბეტი სტოვე
7–6, 7–5
გამარჯვება 1980 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ბალახი   ბეტსი ნაგელსენი   ენ კიომურა
  კენდი რეინოლდსი
6–4, 6–4
გამარჯვება 1981 უიმბლდონი (3) ბალახი   პემ შრაივერი   კეტი ჯორდანი
  ენ სმიტი
6–3, 7–6(8–6)
მარცხი 1981 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი   პემ შრაივერი   კეტი ჯორდანი
  ენ სმიტი
2–6, 5–7
გამარჯვება 1982 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა   ენ სმიტი   როზმარი კაზალსი
  ვენდი ტორნბული
6–3, 6–4
გამარჯვება 1982 უიმბლდონი (4) ბალახი   პემ შრაივერი   კეტი ჯორდანი
  ენ სმიტი
6–4, 6–1
გამარჯვება 1982 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ბალახი   პემ შრაივერი   კლაუდია კოდე კილში
  ევა პფაფი
6–4, 6–2
გამარჯვება 1983 უიმბლდონი (5) ბალახი   პემ შრაივერი   როზმარი კაზალსი
  ვენდი ტორნბული
6–2, 6–2
გამარჯვება 1983 აშშ-ის ღია პირველობა (4) ჰარდი   პემ შრაივერი   როზალინ ფერბენკი
  კენდი რეინოლდსი
6–7(4–7), 6–1, 6–3
გამარჯვება 1983 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ბალახი   პემ შრაივერი   ენ ჰობსი
  ვენდი ტორნბული
6–4, 6–7, 6–2
გამარჯვება 1984 საფრანგეთის ღია პირველობა (3) თიხა   პემ შრაივერი   კლაუდია კოდე კილში
  ჰანა მანდლიკოვა
5–7, 6–3, 6–2
გამარჯვება 1984 უიმბლდონი (6) ბალახი   პემ შრაივერი   კეტი ჯორდანი
  ენ სმიტი
6–3, 6–4
გამარჯვება 1984 აშშ-ის ღია პირველობა (5) ჰარდი   პემ შრაივერი   ენ ჰობსი
  ვენდი ტორნბული
6–2, 6–4
გამარჯვება 1984 ავსტრალიის ღია პირველობა (4) ბალახი   პემ შრაივერი   კლაუდია კოდე კილში
  ჰელენა სუკოვა
6–3, 6–4
გამარჯვება 1985 საფრანგეთის ღია პირველობა (4) თიხა   პემ შრაივერი   კლაუდია კოდე კილში
  ჰელენა სუკოვა
4–6, 6–2, 6–2
მარცხი 1985 უიმბლდონი ბალახი   პემ შრაივერი   კეტი ჯორდანი
  ელიზაბეთ სმაილი
7–5, 3–6, 4–6
მარცხი 1985 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   პემ შრაივერი   კლაუდია კოდე კილში
  ჰელენა სუკოვა
7–6, 2–6, 3–6
გამარჯვება 1985 ავსტრალიის ღია პირველობა (5) ბალახი   პემ შრაივერი   კლაუდია კოდე კილში
  ჰელენა სუკოვა
6–3, 6–4
გამარჯვება 1986 საფრანგეთის ღია პირველობა (5) თიხა   ანდრეა ტემეშვარი   შტეფი გრაფი
  გაბრიელა საბატინი
6–1, 6–2
გამარჯვება 1986 უიმბლდონი (7) ბალახი   პემ შრაივერი   ჰანა მანდლიკოვა
  ვენდი ტორნბული
6–1, 6–3
გამარჯვება 1986 აშშ-ის ღია პირველობა (6) ჰარდი   პემ შრაივერი   ჰანა მანდლიკოვა
  ვენდი ტორნბული
6–4, 3–6, 6–3
გამარჯვება 1987 ავსტრალიის ღია პირველობა (6) ბალახი   პემ შრაივერი   ზინა გარისონი
  ლორი მაკნილი
6–1, 6–0
გამარჯვება 1987 საფრანგეთის ღია პირველობა (6) თიხა   პემ შრაივერი   შტეფი გრაფი
  გაბრიელა საბატინი
6–2, 6–1
გამარჯვება 1987 აშშ-ის ღია პირველობა (7) ჰარდი   პემ შრაივერი   კეტი ჯორდანი
  ელიზაბეთ სმაილი
5–7, 6–4, 6–2
გამარჯვება 1988 ავსტრალიის ღია პირველობა (7) ჰარდი   პემ შრაივერი   კრის ევერტი
  ვენდი ტორნბული
6–0, 7–5
გამარჯვება 1988 საფრანგეთის ღია პირველობა (7) თიხა   პემ შრაივერი   კლაუდია კოდე კილში
  ჰელენა სუკოვა
6–2, 7–5
გამარჯვება 1989 ავსტრალიის ღია პირველობა (8) ჰარდი   პემ შრაივერი   პატი ფენდიკი
  ჯილ ჰეტერინგტონი
3–6, 6–3, 6–2
გამარჯვება 1989 აშშ-ის ღია პირველობა (8) ჰარდი   ჰანა მანდლიკოვა   მერი ჯო ფერნანდესი
  პემ შრაივერი
5–7, 6–4, 6–4
გამარჯვება 1990 აშშ-ის ღია პირველობა (9) ჰარდი   ჯიჯი ფერნანდესი   იანა ნოვოტნა
  ჰელენა სუკოვა
6–2, 6–4
მარცხი 2003 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   სვეტლანა კუზნეცოვა   ვირხინია რუანო პასკუალი
  პაოლა სუარესი
2–6, 3–6

შერეული წყვილები: 16 (10–6)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1974 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   ივან მოლინა   როსა მარია დარმონი
  მარსელო ლარა
6–3, 6–3
გამარჯვება 1985 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა   ჰაინც გიუნტჰარდტი   პაულა სმიტი
  ფრანსისკო გონსალესი
2–6, 6–3, 6–2
გამარჯვება 1985 უიმბლდონი (1) ბალახი   პოლ მაკნამი   ელიზაბეთ სმაილი
  ჯონ ფიცჯერალდი
7–5, 4–6, 6–2
გამარჯვება 1985 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი   ჰაინც გიუნტჰარდტი   ელიზაბეთ სმაილი
  ჯონ ფიცჯერალდი
6–3, 6–4
მარცხი 1986 უიმბლდონი ბალახი   ჰაინც გიუნტჰარდტი   კეტი ჯორდანი
  კენ ფლეკი
3–6, 6–7(7–9)
მარცხი 1986 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   პიტერ ფლემინგი   რაფაელა რეჯი
  სერხიო კასალი
4–6, 4–6
გამარჯვება 1987 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი   ემილიო სანჩესი   ბეტსი ნაგელსენი
  პოლ ანაკონი
6–4, 6–7(6–8), 7–6(14–12)
მარცხი 1988 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   ტიმ გალიკსონი   იანა ნოვოტნა
  ჯიმ პიუ
7–5, 2–6, 4–6
გამარჯვება 1993 უიმბლდონი (2) ბალახი   მარკ ვუდფორდი   ტომ ნეისენი
  მანონ ბოლეგრაფი
6–3, 6–4
მარცხი 1993 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   მარკ ვუდფორდი   ჰელენა სუკოვა
  ტოდ ვუდბრიჯი
3–6, 6–7(6–8)
გამარჯვება 1995 უიმბლდონი (3) ბალახი   ჯონათან სტარკი   ცირილ სუკი
  ჯიჯი ფერნანდესი
6–4, 6–4
გამარჯვება 2003 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი   ლეანდერ პაესი   ელენი დანილიდუ
  ტოდ ვუდბრიჯი
6–4, 7–5
გამარჯვება 2003 უიმბლდონი (4) ბალახი   ლეანდერ პაესი   ანასტასია როდიონოვა
  ენდი რამი
6–3, 6–3
მარცხი 2004 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   ლეანდერ პაესი   ელენა ბოვინა
  ნენად ზიმონიჩი
1–6, 6–7(3–7)
მარცხი 2005 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   ლეანდერ პაესი   დანიელა ჰანტუხოვა
  ფაბრის სანტორო
6–3, 3–6, 2–6
გამარჯვება 2006 აშშ-ის ღია პირველობა (3) ჰარდი   ბობ ბრაიანი   კვეტა პეშკე
  მარტინ დამი
6–2, 6–3

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები

რედაქტირება

ერთეულები: 14 (8–6)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 1975 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ლოს-ანჯელესი ხალიჩა (დ)   კრის ევერტი 4–6, 2–6
გამარჯვება 1978 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ოკლენდი (1) ხალიჩა (დ)   ივონ გულაგონგ კოული 7–6(7–0), 6–4
გამარჯვება 1979 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (2) ხალიჩა (დ)   ტრეისი ოსტინი 6–3, 3–6, 6–2
მარცხი 1980 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი ხალიჩა (დ)   ტრეისი ოსტინი 2–6, 6–2, 2–6
გამარჯვება 1981 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (3) ხალიჩა (დ)   ანდრეა ჯეგერი 6–3, 7–6(7–3)
მარცხი 1982 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი ხალიჩა (დ)   სილვია ჰანიკა 6–1, 3–6, 4–6
გამარჯვება 1983 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (4) ხალიჩა (დ)   კრის ევერტი 6–2, 6–0
გამარჯვება 1984 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (5) ხალიჩა (დ)   კრის ევერტი 6–3, 7–5, 6–1
გამარჯვება 1985 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (6) ხალიჩა (დ)   ჰელენა სუკოვა 6–3, 7–5, 6–4
გამარჯვება 1986 (მარტ.) WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (7) ხალიჩა (დ)   ჰანა მანდლიკოვა 6–2, 6–0, 3–6, 6–1
გამარჯვება 1986 (ნოემ.) WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (8) ხალიჩა (დ)   შტეფი გრაფი 7–6(8–6), 6–3, 6–2
მარცხი 1989 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი ხალიჩა (დ)   შტეფი გრაფი 4–6, 5–7, 6–2, 2–6
მარცხი 1991 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი ხალიჩა (დ)   მონიკა სელეში 4–6, 6–3, 5–7, 0–6
მარცხი 1992 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი ხალიჩა (დ)   მონიკა სელეში 5–7, 3–6, 1–6

(დ) – დახურული კორტი

წყვილები: 13 (13–0)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1977 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (1) ხალიჩა (დ)   ბეტი სტოვე   ფრანსუაზა დიური
  ვირჯინია უეიდი
7–5, 6–3
გამარჯვება 1978 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ოკლენდი (2) ხალიჩა (დ)   ბილი ჯინ კინგი   ფრანსუაზა დიური
  ვირჯინია უეიდი
6–4, 6–4
გამარჯვება 1980 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (3) ხალიჩა (დ)   ბილი ჯინ კინგი   როზმარი კაზალსი
  ვენდი ტორნბული
6–3, 4–6, 6–3
გამარჯვება 1981 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (4) ხალიჩა (დ)   პემ შრაივერი   ბარბარა პოტერი
  შერონ უოლში
6–0, 7–6(8–6)
გამარჯვება 1982 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (5) ხალიჩა (დ)   პემ შრაივერი   კეტი ჯორდანი
  ენ სმიტი
6–4, 6–3
გამარჯვება 1983 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (6) ხალიჩა (დ)   პემ შრაივერი   კლაუდია კოდე კილში
  ევა პფაფი
7–5, 6–2
გამარჯვება 1984 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (7) ხალიჩა (დ)   პემ შრაივერი   ჯო დიური
  ენ კიომურა
6–3, 6–1
გამარჯვება 1985 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (8) ხალიჩა (დ)   პემ შრაივერი   კლაუდია კოდე კილში
  ჰელენა სუკოვა
6–7(4–7), 6–4, 7–6(7–5)
გამარჯვება 1986 (ნოემ.) WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (9) ხალიჩა (დ)   პემ შრაივერი   კლაუდია კოდე კილში
  ჰელენა სუკოვა
1–6, 6–1, 6–1
გამარჯვება 1987 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (10) ხალიჩა (დ)   პემ შრაივერი   კლაუდია კოდე კილში
  ჰელენა სუკოვა
6–1, 6–1
გამარჯვება 1988 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (11) ხალიჩა (დ)   პემ შრაივერი   ლარისა სავჩენკო
  ნატალია ზვერევა
6–3, 6–4
გამარჯვება 1989 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (12) ხალიჩა (დ)   პემ შრაივერი   ლარისა სავჩენკო
  ნატალია ზვერევა
6–3, 6–2
გამარჯვება 1991 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (13) ხალიჩა (დ)   პემ შრაივერი   ჯიჯი ფერნანდესი
  იანა ნოვოტნა
4–6, 7–5, 6–4

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Comparing Serena Williams to two of the all-time greats“. espn.com. ციტირების თარიღი: 17 მარტი 2018.
  2. „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 17 მარტი 2018.
  3. „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA: NO. 3, MARTINA NAVRATILOVA“. tennis.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-12. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2018.
  4. „Top 10 Greatest Women's Tennis Players of All Time“. howtheyplay.com. ციტირების თარიღი: 17 მარტი 2018.