ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია
ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია, ზემო ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში, დგას ნავღლუღის ხევის მარცხენა მხარეს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.
ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°40′32″ ჩ. გ. 44°51′08″ ა. გ. / 41.675722° ჩ. გ. 44.852444° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | სამგორის რაიონი |
ადგილმდებარეობა | თბილისი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1856–1873 |
მშენებლობა დაიწყო 1856 წლის 18 მარტს დეკანოზ იაკობ და მღვდელ თეოფანე ჩიჯავაძეების თაოსნობითა და ხარჯით. ნაგებია ქართული აგურით. 1873 წლის 4 დეკემბერს ეკლესია აკურთხა საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ. ახლადაგებულ ეკლესიას ექვმდებარებოდა ნავთლუღის წმ. ბარბარეს ძველი (ქვემო) ეკლესიაც.
ეკლესიის სიგრძეა 24 მ, სიგანე — 10 მ, სიმაღლე — 20 მ. ტაძრის შიგნით, საკურთხევლის მახლობლად, საფლავის ქვაზე შემორჩენილია ქართულ-რუსული ეპიტაფია „აღმშენებელი ამა წმ. ტაძრისა დეკანოზი იაკოფ მაქსიმეს ძე ჩიჯავაძე. 1819–90 წ.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 966, ISBN 99928-20-32-2.