ნადია ნოჟაროვა
ნადია მატეევა ნოჟაროვა (დ. 21 ნოემბერი, 1916 — გ. 18 აპრილი, 2014) — ასევე ცნობილი როგორც გრაფინია ნადია დე ნავარო ფარბერი, [1] ბულგარელი ოპერეტა მომღერალი და მსახიობი, [2] ამერიკელი მეწარმე, ფილანთროპი და ესპანელი გრაფინია.[3] გრაფინიას წოდება მიიღო 1940 წელს, როდესაც დაქორწინდა პაპის გრაფ დე ნავაროზე. გრაფი იყო ესპანელი დიპლომატი, რომელიც მუშაობდა ვატიკანში. ისინი ცხოვრობდნენ მონტე კარლოში.
ნადია ნოჟაროვა | |
---|---|
ნადია ნოჟაროვა, 1942 | |
დაბადების თარიღი |
21 ნოემბერი, 1916 პლევენი, ბულგარეთი |
გარდაცვალების თარიღი |
18 აპრილი, 2014 (97 წლის) ლონგ აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ბულგარელი |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი, მექარმე, ფილანთროპი |
ადრეული ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებანადია მატეევა ნოჟაროვა დაიბადა 1916 წლის 21 ნოემბერს ბულგარეთში, პლევენში . მისი მამა ელექტრო მასალებით მოვაჭრე იყო. სწავლობდა ლოვეჩის ამერიკულ გოგონათა სკოლაში. სკოლის დასრულების შემდგომ დაბრუნდა პლევენში. მისი, როგორც ოპერის მომღერლის, კარიერა დაიწყო 1934 წელს ოპერეტით ანგელ სლადკაროვის თეატრში, რომელთან ერთადაც გასტროლები გამართა ბულგარეთში.
თეატრალური ჯგუფის დაშლის შემდეგ, ნოჟაროვა თამაშობდა ოდეონში, ბულგარეთში და კორპორატიულ თეატრებში. მოგვიანებით იგი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც სწავლობდა სიმღერას. ნოჟაროვა ბულგარეთში დაბრუნდა 1942 წელს და ითამაშა ფილმში Izpitanie ( სასამართლო ).
ოჯახი
რედაქტირებამას შემდეგ, რაც მან 1936 წელს ანგელ სლადკაროვის თეატრში ოპერეტას თამაში დაიწყო , ნოჟაროვა დაქორწინდა ანგელ სლადკაროვის სეხნიაზე ტროიანის მონასტერში. მათი ქორწინება 4 წელი გაგრძელდა და ისინი განქორწინდნენ 1940 წელს. იმავე წელს იგი დაქორწინდა პაპის გრაფ დე ნავაროზე. გრაფი დე ნავარო იყო ესპანელი დიპლომატი ვატიკანში, რომლისგანაც ნადიამ მიიღო ტიტული „გრაფინია“. ისინი ცხოვრობდნენ მონტე-კარლოში .
1949 წელს მეორე ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ნოჟაროვა საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში და აღარ დაბრუნებულა საცხოვრებლად ევროპაში. 1953 წელს დაქორწინდა სიდ ფარბერზე, ამერიკელ ბიზნესმენსა და დეველოპერზე, რომელიც ფლობდა სამშენებლო და უძრავი ქონების კომპანიას. [2] წყვილმა ააშენა მავრიტანული სტილის სასახლე, როგორც დასასვენებელი სახლი სენტ კრუასზე, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებზე . [4] 1985 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან მიიღო დიდძალი ქონება და დაქორწინდა სიდ ფარბერის მემკვიდრე, იური ფარბერზე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მისი მეუღლე იყო. [1]
ქველმოქმედება
რედაქტირებაშეერთებულ შტატებში მან წამოიწყო საქველმოქმედო საქმიანობა და მხარი დაუჭირა რამდენიმე ორგანიზაციას ებრაელი და ვენესუელელი ემიგრანტების დასახმარებლად. ემიგრანტების დახმარების პარალელურად ეხმარებოდა წითელ ჯვარს მონაკოში, ამერიკულ ჰოსპიტალს პარიზში, ბავშვთა ბაღებს ათენსა და ვენეციაში და პრინცესა გრეისის საავადმყოფოს მონაკოში. [3]
გარდაცვალება
რედაქტირებანადია ნოჟაროვა გარდაიცვალა 97 წლის ასაკში, 2014 წლის 18 აპრილს ლონგ აილენდზე, აშშ. მას დარჩა მისი მეუღლე იური ფარბერი, ერთი ქალიშვილი ევგენია და სამი შვილიშვილი. [3]
გალერეა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Животът на контеса Надя Фарбер от Плевен bg (29 April 2014). ციტირების თარიღი: 8 March 2015
- ↑ 2.0 2.1 Коларова, Диана. (14 October 2010) Надя Ножарова, графиня дьо Наваро bg. ციტირების თარიღი: 8 March 2015
- ↑ 3.0 3.1 3.2 In Memory of Countess Nadia de Navarro-Farber. ციტირების თარიღი: 8 March 2015
- ↑ This Caribbean Castle Was a Countess's Dream Home Brought to Life.