ნადეჟდა ტროიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ნადეჯდა ტროიანი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნადეჟდა ტროიანი (ბელარ. Надзея Віктараўна Траян, დ. 24 ოქტომბერი, 1921, დრისა — გ. 7 სექტემბერი, 2011, მოსკოვი [1] ) — საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელი და პარტიზანული რაზმის „ქარიშხლის“ მედდა, საბჭოთა კავშირის გმირი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სამედიცინო სამსახურის უფროსი ლეიტენანტი.

ნადეჟდა ტროიანი
ბელარ. Надзея Віктараўна Траян
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1921(1921-10-24)
დაბ. ადგილი Vierchniadzvinsk
გარდ. თარიღი 7 სექტემბერი, 2011(2011-09-07) (89 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ტროეკუროვის სასაფლაო
მოქალაქეობა  ბელარუსი
 სსრკ
საქმიანობა ქირურგი
მუშაობის ადგილი სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
მეუღლე Q4234051?
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი, ლენინის ორდენი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, ჟუკოვის მედალი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, I ხარისხის მედალი „სამამულო ომის პარტიზანს“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, Jubilee Medal "50 Years of Victory in the Great Patriotic War 1941–1945", 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, Jubilee Medal "60 Years of Victory in the Great Patriotic War 1941–1945", საიუბილეო მედალი „1941-1945 წლების დიდ დამამულო ომში გამარჯვების 65-ე წლისთავი“, მედალი „მოსკოვის 850 წლისთავის აღსანიშნავად“, მედალი „შრომის ვეტერანი“, „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების 50 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, Jubilee Medal "60 Years of the Armed Forces of the USSR", Jubilee Medal "70 Years of the Armed Forces of the USSR", მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, Jubilee medal "60 Years Of Liberation Of The Belarusian Republic From German-Fascist Invaders" და Medal "65 years of liberation of the Republic of Belarus from the Nazi invaders"

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნადეჟდა ტროიანი დაიბადა ბელორუსიაში, ვიტებსკის რეგიონში, დრისაში, მოსამსახურის ოჯახში. დაამთავრა ათი კლასი. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, გერმანიის ჯარების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ის მონაწილეობდა მინსკის ოლქის ქალაქ სმოლევიჩში მიწისქვეშა ორგანიზაციის საქმიანობაში. ტორფის ქარხანაში შექმნილი კომსომოლის მიწისქვეშა ორგანიზაციის წევრებმა, შეაგროვეს ინფორმაცია მტრის შესახებ, შეავსეს პარტიზანების რიგები, დახმარება გაუწიეს მათ ოჯახებს, დაწერეს და გამოაქვეყნეს პროკლამაციები. 1942 წლის ივლისიდან ის იყო მოკავშირე, დაზვერვის ოფიცერი ,მედდა პარტიზანული რაზმების „სტალინის ხუთეული“ (მეთაური მ. ვასილენკო), „შტორმი“ (მეთაური მ. სკორომნიკი) და „ბიძია კოლია“ (მეთაური — საბჭოთა კავშირი გმირი პ. გ. ლოპატინი), მინსკის ოლქში. მან მონაწილეობა მიიღო ხიდების აფეთქების, მტრის კოლონების თავდასხმის ოპერაციებში და მონაწილეობდა არაერთ ბრძოლაში. ორგანიზაციის დავალებით, მან მონაწილეობა მიიღო მ. ბ. ოსიპოვას და ე. გ. მაზანიკთან ერთად ბელორუსიის გერმანული NSDAP (გაულეიტერი) ვილჰელმ კუბეს[2] განადგურების ოპერაციის მომზადებაში.

საბჭოთა პარტიზანების ამ გმირობის შესახებ აღწერილია მხატვრულ ფილმში „საათი შუაღამისას გაჩერდა“ (რეჟისორი ნიკოლაი ფიგუროვსკი, „ბელარუსფილმი“, 1958), სერიალში — "ნადირობა გაულეიტერზე" (რეჟისორი ოლეგ ბაზილოვი, 2012) და დოკუმენტურ ფილმში — „მოკალი გაულეიტერი“ (რუსეთი — ბელარუსია, 2007).

ნაცისტური დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისა და გმირობისთვის ნადეჟდა ტროიანს 1943 წლის 29 ოქტომბერს მიენიჭა, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება და დაჯილდოვდა ლენინის ორდენით და „ოქროს ვარსკვლავის“ მედლით (№1209).

დიდი სამამაულო ომის დამტავრების შემდეგ, 1947 წელს, მან დაამთავრა მოსკოვის №1 სამედიცინო ინსტიტუტი. მუშაობდა სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის განათლების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, იყო მოსკოვის 1-ლი სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის განყოფილების ასოცირებული პროფესორი, ომის ვეტერანთა საბჭოთა კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი, მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი, სსრკ წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, წინააღმდეგობის მებრძოლთა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს წევრი, ჯანდაცვის განათლების საერთაშორისო ორგანიზაციის თანათავმჯდომარე. მან ხელი მოაწერა ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დაპატიმრებული სუდოპლატოვისა და მისი მოადგილის ეიტინგონის რეაბილიტაციის შესახებ კოლექტიურ წერილს. 2005 წელს მან წამოიწყო კამპანია, მოსკოვის მეტროსადგურ "იზმაილოვსკის პარკის" სახელის გადარქმევის თაობაზე. სურდა მეტროსთვის დარქმეოდა "პარტიზანსკაია" — ომის დროს სწორედ აქ ვარჯიშობდნენ პროფესიონალი პარტიზანები და ორგანიზატორები, სანამ მტრის ხაზებს მიღმა განლაგდებოდნენ.

ნადეჟდა ტროიანის ქმარი იყო სამხედრო კორესპონდენტი ვ. ი.კოროტეევი (1911-1964), მას ჰყავდა ერთი ვაჟი, ალექსეი — პროფესიით კარდიოქირურგი.

ცხოვრობდა მოსკოვში. დაკრძალულია მოსკოვის ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე.

ნადეჟდა ტროიანის სახელი მიენიჭა მოსკოვის №1288 სკოლას — მის საპატივსაცემოდ სკოლაში მოწყობილია ექსპოზიცია მისი ფოტოებით და ჯილდოებით.[3] ასევე, 2022 წლის 7 მაისს, გამარჯვების დღის, 9 მაისის, წინა დღეებში, ვერხნედვინსკის №2 საშუალო სკოლას საბჭოთა კავშირის გმირის — ნადეჟდა ტროიანის სახელი მიენიჭა.[4] 2021 წლის 22 ოქტომბერს, 1288-ე სკოლის №9 საგანმანათლებლო კორპუსის შენობასთან, მზვერავი ტროიანის ბიუსტი (მოქანდაკე სალავატ შჩერბაკოვი) [5][6] გაიხსნა. 2013 წლის 25 ოქტომბერს კი, სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის შენობის კედელზე, ასევე გაიხსნა ნადეჟდა ტროიანის მემორიალური დაფა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Лукьянов Б., По заданиям партизан // Героини: очерки о женщинах — Героях Советского Союза, Политиздат, 1969. — გვ. 463.
  • Троян Надежда Викторовна // Герои Советского Союза: Краткий биографический словарь, ტ. 2 /Любов — Ящук/, М.: Воениздат, 1988. — გვ. 602, 100000 ეგზ., ISBN 5-203-00536-2.
  • Селеменев В. Д., Шимолин В. И. Охота на гауляйтера. — Минск: НАРБ, 2006. — 246 с.
  • Попов А. Ю. Ликвидация генерального комиссара и гауляйтера Белоруссии Вильгельма Куба. // Военно-исторический архив. — 2001. — № 8. — С.100—115.
  • Ефимова Е. Герой Советского Союза // Работница. — 1946. — № 2. — С. 8.
  1. Скончалась легендарная разведчица, Герой Советского Союза Надежда Троян. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-08. ციტირების თარიღი: 2011-09-08.
  2. Николай Долгополов, Убить гауляйтера. Приказ на троих, М.: Российская газета, 2015, № 18 марта 2015, დაარქივებულია ორიგინალიდან (2 აპრილი, 2015)
  3. Имя советской разведчицы Надежды Троян присвоено одной из школ Москвы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-10. ციტირების თარიღი: 2013-02-09.
  4. Верхнедвинской СШ №2 присвоено имя Героя Советского Союза Надежды Троян. ციტირების თარიღი: 2022-05-25
  5. В Москве открыли памятник советской разведчице Надежде Троян. ციტირების თარიღი: 2021-10-22
  6. В Москве открыли памятник разведчице Надежде Троян. ციტირების თარიღი: 2021-10-23