სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიბუტი (მრავალმნიშვნელოვანი).

ნადეჟდა ჯიბუტი (დ. 8 აგვისტო, 1914 — გ. 19 ივნისი, 2003) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1949). სახალხო განათლების წარჩინებული მუშაკი.

ნადეჟდა ჯიბუტი
დაბ. თარიღი 8 აგვისტო, 1914(1914-08-08)
დაბ. ადგილი შუა ამაღლება
გარდ. თარიღი 19 ივნისი, 2003(2003-06-19) (88 წლის)
გარდ. ადგილი ბათუმი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნადეჟდა ჯიბუტმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1936 წელს. 1937 წლიდან მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრაზე. 1942–49 წლებში არჩეული იყო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანად; 1949–63 წლებში გეოგრაფიის კათედრის გამგედ. კითხულობდა ლექციებს ზოგად დედამიწისმცოდნეობაში, ლანდშაფტმცოდნეობაში, ჰიდროლოგიაში, საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში და სხვა.[1]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურის კურსი პროფესორ ბორის დობრინინის ხელმძღვანელობით; 1946 წელს ქალაქ ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეხებოდა აჭარის ტერიტორიის ბუნებრივ-ანთროპოგენურ ლანდშაფტებს. შემდეგში აგრძელებდა კვლევებს დასავლეთ საქართველოს ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების შესასწავლად; ჩამოაყალიბა ანთროპოგენური ლანდშაფტების კლასიფიკაცია.[1]

იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმის საპატიო წევრი. დაჯილდოებულია სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საბჭოთა აჭარა 50 წლისაა (თანაავტორი). ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1970;
  • Аджария (თანაავტორი). Батуми, Сабчота Аджара, 1978.
  1. 1.0 1.1 1.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.