პატარა შირაქის ველის ნაგომრებისთავის სადგომი

(გადამისამართდა გვერდიდან ნაგომრებისთავის სადგომი)

ნაგომრებისთავის სადგომიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ნაგომრებისთავის გორის სამხრეთით, მშრალი ხევის მარცხენა ნაპირზე, „ელდარის“ მეცხვარეობის მეურნეობის ტერიტორიაზე, მიეკუთვნება მუსტიუს ხანას. 1969 წელს გამოავლინა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ქვის ხანის რაზმმა (ხელმძღვანელი თ. ბუგიანაშვილი). სადგომს უკავია 50x50 მ ფართობი. ნაპოვნია ორი გლუვი დარტყმის მოედნის მქონე და რელიეფბურცულიანი, მოგრძო, დაბალი, ფართო კაჟის ანატკეცი. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება