ნაგება
ნაგება — მთა საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების ქერშავეთისა (ხანისწყლის შენაკადი) და ბარათხევის (ოცხის შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 2619 მ. აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით. აქვს გუმბათის ფორმა, კალთები შემოსილია სუბალპური, წვერი — ალპური მდელოებით, რომელსაც იყენებენ საზაფხულო საძოვრებად.
ნაგება | |
---|---|
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2619 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
ლიტერატურარედაქტირება
- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 283.