ნანა მჭედლიძე
ნანა ბიძინას ასული მჭედლიძე (დ. 20 მარტი, 1926, ხონი — გ. 28 მარტი, 2016) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1983), საქართველოს რესპუბლიკის ღირსების ორდენის მფლობელი.
ნანა მჭედლიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 მარტი, 1926 ხონი |
გარდაცვალების თარიღი | 28 მარტი, 2016 (90 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1926 წლის 20 მარტს ხონში. დედა — ბარბარე ფარცხალაძე, პეტერბურგის ბესტუჟევის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რუსულ ენას ასწავლიდა სკოლაში. მამა — ავტოსაგზაო ინჟინერი, რომლის დაპროექტებული და აშენებულია არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოში. ნანა მჭედლიძის პაპა მამის მხრიდან არის ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე, წმინდანად შერაცხული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. იმის გამო, რომ 1937 წელს პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დედა გადაასახლეს, ნანა და მისი უმცროსი ძმა, ბიძინა, მამამ საცხოვრებლად თბილისში გადმოიყვანა.
დაასრულა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო (1956) და სარეჟისორო (1960) ფაკულტეტები.
ნანა მჭედლიძის მოთხრობები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში. იგი არის მის მიერ გადაღებული რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორიც. 1981 წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა კრებული მისი მოთხრობებისა: „მხიარული მოთხრობები“. 2016 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების კიდევ ორი წიგნი: „იმერული ესკიზები“ და „შემოქმედებითი დავიდარაბა“.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმების დამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- 1960: „ჩქარი მატარებელი“
- 1964: „აღმაფრენა“
- 1964: „გზაში“
- 1967: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“
- 1969: „დიდედები და შვილიშვილები“
- 1971: „გელა“
- 1975: „პირველი მერცხალი “
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) “
- 1979: „იმერული ესკიზები“
- 1984: „უკვდავების თეთრი ვარდი“
- 1987: „პლიაჟის ავაზაკი“
- 1988: „დანაშაული მოხდა“
სცენარის ავტორი ფილმებისა
რედაქტირება- 1967: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ (რევაზ ინანიშვილთან ერთად) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1975: „პირველი მერცხალი“ (ლევან ჭელიძესთან ერთად), რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1976: „გასეირნება თბილისში“(ლევან ჭელიძესთან ერთად), რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1979: „იმერული ესკიზები“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1985: „უკვდავების თეთრი ვარდი“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1988: „დანაშაული მოხდა“ (ლევან ჭელიძესთან ერთად) რეჟ. ნანა მჭედლიძე
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1978: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1979: „იმერული ესკიზები“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1981: მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 1981: „დები წყვდიადში“ (პონსია) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1982: „გზის დასაწყისი“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1984: „სანამ წვიმა გადივლიდეს“ რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1985: „ბატონი ავანტიურისტები“ (სესილია) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1986: „ჩეგემური დეტექტივი“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) სვეტლოვი
- 1986: „მოდი, ვილაპარაკოთ“ რეჟ. რამაზ გიორგობიანი
- 1988: „ჭა“ რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1991: „ლოლიტა“ (პელაგია) რეჟ. რამაზ გიორგობიანი
- 1998: „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (დარეჯანი) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 2005: „უსუი“ რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1983: საქართველოს სახალხო არტისტი
- თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 „ოქროს ვერძი“-ს მფლობელი
- ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი
- სოხუმის კინოფესტივალის გრან–პრი
- ბათუმის კინოფესტივალის გრან–პრი
- მინსკის საკავშირო კინოფესტივალის გრან–პრი
- ობერჰაუზენის მსოფლიო კინოფესტივალის გრან–პრი
- ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან–პრი
- 1996: ღირსების ორდენი