მჭამელა
მჭამელა[1] (ლათ. Chrysosplenium) — მცენარეთა გვარი ფხიჯასებრთა ოჯახისა. მრავალ- და ერთწლოვანი ბალახებია. აქვთ ხორციანი ღეროები. ფოთლები განლაგებულია მორიგეობით ან მოპირისპირედ, მთლიანი და ყუნწიანია. ყვავილები პატარაა, შეკრებილია კენწერულ ფარისებრ ყვავილედში, რომელიც გარშემორტყმულია ყვითელ-მწვანე ყვავილთანური ფოთლებით. ნაყოფი ერთბუდიანი კოლოფია. ცნობილია 50-ზე მეტი სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არატროპიკულ ოლქებში და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ ზონაში. გვარის ლათინური დასახელება შეიცავს ბერძნული ძირის სიტყვას — splen („ელენთა“), რომელიც მიიღო ადრე ელენთის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენების გამო.[2]
მჭამელა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Chrysosplenium alternifolium | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Chrysosplenium L., 1753 | |||||||||||||
|
საქართველოში გავრცელებული სახეობები:[3]
- Chrysosplenium albowianum Kuth., 1948 — საქართველოს ენდემი
- Chrysosplenium alternifolium L., 1753
- Chrysosplenium dubium J.Gay ex Ser., 1830
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მაყაშვილი ა., ბოტანიკური ლექსიკონი : მცენარეთა სახელწოდებანი, მე-3 გამოც., თბ.: „მეცნიერება“, 1991. — გვ. 53.
- ↑ Красовская Л. С. Селезёночник // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 695.
- ↑ დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 239, ISBN 978-9941-26-391-0.