მწვანე ძურწა
მწვანე ძურწა[1] (ლათ. Setaria viridis) — მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. საგაზაფხულო ერთწლოვანი მარცვლოვანი სარეველა. აქვს ფუნჯა ფესვთა სისტემა. გაღივების მინიმალური ტემპერატურაა 6–8 °C, ოპტიმალური 20–30 °C. აღმონაცენი ჩნდება აპრილ-ივნისში (ივლის-აგვისტოში), ყვავილობს ივნის-სექტემბერში, ნაყოფიანობს ივლის-ოქტომბერში. მაქსიმალური ნაყოფიერება 2300 მარცვალი ერთ მცენარეზე, მოუმწიფებელ მდგომარეობაში თესლები ღივდება ნიადაგის 12–14 სმ სიღრმიდან, ცხოველმყოფელობას ინარჩუნებს არაუმეტეს 4 წლამდე. გვხვდება ნათესებში, ბაღებში, ბოსტნებში, სილნარ და ქვიშნარ ნიადაგებში.[2]
მწვანე ძურწა | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||||
Setaria viridis (L.) P.Beauv. | ||||||||||||||||
|
საქართველოში გვხვდება ყველგან.[3] ქართლ-კახეთში ცნობილია როგორც ძურწაბალახი, ზემო იმერეთში – ღომფეტვა, ურნაველის ბალახი, რაჭაში – ღომა, ლეჩხუმში – ღომისთავა. ჭანურად ეწოდება მტკუი ქურუმი.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მაყაშვილი ა., მწვანე ძურწა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
- ↑ ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. centri.gov.ge (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-28. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2020.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 282.