მწვანე ყანჩები[1] (ლათ. Butorides) — ფრინველთა გვარი ყანჩისებრთა ოჯახისა. აერთიანებს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში გავრცელებულ 3[2] სახეობას. ზოგიერთი ორნითოლოგი მათ ერთ სახეობაში აერთიანებს.[3] ყველაზე მეტად გავრცელებულია მწვანე ყანჩა (Butorides striatus). ცნობილია კიდევ ერთი, ამომწყდარი სახეობა — Butorides validipes, რომლის ნაშთები ფლორიდაშია აღოჩენილი და მიეკუთვნება ადრეულ პლეისტოცენს. თანამედროვე სახეობების სხეულის სიგრძე 44 სმ-მდეა. აქვთ ფრთებისა და ზურგის მწვანე-ცისფერი ბრწყინვალე შეფერილობა, თავზე აქვთ მუქი მწვანე „ქუდი“; ფეხები მოკლეა, ფერად ყვითელ-ნარინჯისფერი. სხეულის ქვედა მხარე განსხვავებულია, რომელიც ამერიკულ მწვანე ყანჩას (Butorides virescens) წაბლისფერ-ყავისფერი აქვს თეთრი, გრძივი ზოლებით; მწვანე ყანჩას — რუხი ან ჭუჭყიანი თეთრი, ხოლო გალაპაგოსის მწვანე ყანჩას (Butorides sundevalli) მეტად მუქი რუხი. ბუდობენ მცირე ჭაობების სანაპიროზე, ბუჩქნარში ან ხეების ტოტებზე, იშვიათად მიწაზე. დებენ 3–5 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი. იკვებებიან უმთავრესად თევზით, უხერხემლო ცხოველებითა და მწერებით. საკების ძიებისას ხშირად შეინიშნება მათი ყარაულობა საკბილოებისადმი.

მწვანე ყანჩები

ამერიკული მწვანე ყანჩა (Butorides virescens)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Butorides (Blyth, 1852)

სახეობები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 39, 162, 188.
  2. მწვანე ყანჩები (TSN 174792). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  3. A. Martínez-Vilata, A. Motis. 1992. Family Ardeidae (herons). Pp. 376—429 in del Hoyo et al., Handbook of the birds of the World, Vol. 1. Lynx Edicions, Barcelona.