მწვანე ყანჩა[1] (ლათ. Butorides striata, შეცდ. Butorides striatus) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 40–46 სმ. აქვს მოკლე კისერი. შეფერილია რუხ-მწვანე ფერში. სხეულის ქვედა ნაწილი შედარებით ღიაა. თავზე აქვს შავი „ქუდი“ და გრძელი ბიბილო. ნისკარტი შავია, ფეხები მკრთალი ყვითელი ან ნარინჯისფერი. არ ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. კისერი და მკერდი ყავისფერია, გასდევს თეთრი ზოლები. გავრცელებულია მთელი მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ განედებში. ბინადრობს ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე, მანგროებსა და ჭაობებში; ხშირ მცენარეულობაში. მისდევს მარტოხელა ცხოვრების ნირს, აქტიურია შებინდებისას. ბუდეს აკეთებს ბუჩქებზე, ხშირად ხეების იმ ტოტებზე, რომლებიც უშუალოდ წყლის ზევით არიან გაზრდილი. დებს 2–4 კვერცხს.

მწვანე ყანჩა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Butorides striata (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22728182
გავრცელება

  ბუდობის არეალი
  წლიური არეალი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Martin Woodcock, Hermann Heizel: Collins Handguide to the Birds of the Indian Sub-Continent, ISBN 0-00-219712-X

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 39, 162.